საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წლის თებერვალში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 26,9 ათასი ტონა ანუ 74,5 %; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 9,2 ათასი ტონა ანუ 25,5%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - თებერვალში არ განხორციელებულა. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 36,1 ათასი ტონა ანუ 100%, L-62 დიზელის საწვავის იმპორტი თებერვლის თვეში არ განხორციელებულა.
ქვეყნების მიხედვით 2017 წლის თებერვალში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 20,8 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 28,8%), რუმინეთიდან - 19,1 ათასი ტონა (26,5%), ბულგარეთიდან - 13,8 ათასი ტონა (19,1%), აზერბაიჯანიდან 12,6 ათასი ტონა (17,5%), თურქმენეთიდან - 3,0 ათასი ტონა (4,1%), საბერძნეთიდან - 1,6 ათასი ტონა (2,2%), კვიპროსიდან - 1,3 ათასი ტონა (1,8%).
აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:
2017 წლის თებერვალში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 2,3 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 1,0 ათასი ტონით ანუ 43,5%-ით აღემატება იანვრის თვის მაჩვენებელს. აქედან უმეტესი წილი - 69,6 % განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.
2017 წლის თებერვალში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,4 ათასი ტონა, რაც 0,1 ათასი ტონით ანუ 6,6%-ით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.
2017 წლის თებერვალში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 3,7 ათასი ტონა, რაც 0,1 ათასი ტონით ანუ 2,7%-ით მეტია იანვრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.
მასალის გამოყენების პირობები






