რატომ ეგონათ ძიძა BBC-ის ინტერვიუს დროს ოთახში "შეჭრილი" ქალი, რომელიც ბავშვების დედა აღმოჩნდა
ეს საინტერესოა - 19:38, 13 Mar, 2017     12488



სოციალური ქსელების მომხმარებლების უმეტესობა, ბავშვების „შეჭრაზე“ მეტად, ოთახში დედის შევარდნამ გაამხიარულა, რომელიც რატომღაც ყველამ ჩათვალა , რომ მათი ძიძა იყო, მათ შორის სხვადასხვა მედიასაშუალებებმაც.

სოციალურ ქსელებში ბევრს წერდნენ, რომ „საბრალო ძიძა ალბათ უკვე გათავისუფლებულია.“

ბავშვების ბებიამ, ელენ კელიმ კი Daylimail-ისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბავშვებს ეგონათ, მამა სკაიპით მათ ბებიასა და ბაბუას ელაპარაკებოდა, დედას გაექცნენ და ოთახში შევიდნენ. მისი თქმით, რობერტი ცოლ-შვილებთან ერთად სამხრეთ კორეაში ცხოვრობს და სკაიპით მშობლებს ხშირად ესაუბრება.

როგორც პროფესორის დედისგან გახდა ცნობილი, რობერტის სამხრეთ კორეელი მეუღლე , იუნგ ა კიმი იოგას ინსტრუქტორია.

სოციალური ქსელების მომხმარებლების უმრავლესობამ კი, რატომღაც ვერ დაუშვა, რომ აზიელი ქალი არა სამსახურის დაკარგვით ანერვიულებული ძიძა, არამედ ამერიკელი პროფესორის მეუღლეა, რომელიც შვილების მიერ ქმრისთვის ინტერვიუს ჩაშლით იყო აღელვებული.

ფსიქოლოგების თქმით, აღნიშნულ ვიდეოზე გაკეთებულმა კომენტარებმა დაგვანახა, ჯერ კიდევ არსებობს რასისტული სტერეოტიები აზიელ ქალებზე და გვიჭირს დავუშვათ, რომ ისინი თეთრ მამაკაცებზე არიან დაქორწინებულები და შერეული რასის შვილები ჰყავთ.

სამხრეეთ კორეელი ბლოგერის ფილ იუს თქმით, ბიბისის ვიდეოს ნახვამ, საზოგადოება სტერეოტიპებში ისე ჩაკეტა, რომ ამას ვერც მიხვდნენ. ყველაზე შემაშფოთებელი კი ის აღმოჩნდა, რომ ქალი, რომელიც ოთახში შევიდა, აზიელების უმრავლესობამაც ძიძად აღიქვა.

„მე უბრალოდ შეშინებული მშობელი დავინახე, რომელიც ქმრის ინტერვიუს ჩაშლის გამო ღელავდა“ - ამბობს ბლოგერი.

კიდევ ერთი საკამათო თემა, რომელიც ვიდეომ სხვადასხვა ფორუმებზე წარმოშვა, ძიძის ინსტიტუტისადმი საზოგადოების დამოკიდებულებაა. სოციალური ქსელის მომხარებლები წერენ, რომ ვიდეოს გავრცელების შემდეგ გაკეთებული კომენტარები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ძიძა აუცილებლად მონურ სამუშაოს უნდა ასრულებდეს, რომელიც მუდმივად დასტრესილია და ერთადერთი რაც აღელვებს, სამუშაოს შენარჩუნებაა.

ასეა თუ ისე, BBC-ის ლაივი უკვე აღიარეს ყველაზე სახალისო პირდაპირ ჩართვად, რომელიც ალბათ ყველას დიდხანს გვემახსოვრება.

შეგახსენებთ, რობერტ კელი, რომელიც პუსანის ეროვნული უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ასოცირებული პროფესორია, სამხრეთ კორეაში 2008 წლიდან ცხოვრობს. ჰყავს კორეელი მეუღლე და ორი შვილი - ოთხი წლის მარიონი და ცხრა თვის ჯეიმსი.

პირდაპირ ეთერში კელის მცირეწლოვანი შვილები მაშინ გამოჩნდნენ, როდესაც ის სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით სერიოზულ შეკითხვას პასუხობდა. ოთახში თავდაპირველად მისი უფროსი შვილი „შეიჭრა“ და მის უკან ცეკვა დაიწყო.

კელი შეეცადა შვილისთვის ყურადღება არ მიექცია, მაგრამ მისი პრობლემა მალე გართულდა, რადგან ოთახში მეორე ბავშვი შევიდა.

კულმინაცია კი ოთახში ბავშვების დედის შესვლა გახდა, რომელმაც ბავშვებს ნერვიულად დასტაცა ხელი და მათი ოთახიდან გაყვანა სცადა, თუმცა ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა. უფროსი გოგონა გაჯიუტდა და ოთახში დარჩენას მოითხოვდა, მაგრამ საბოლოოდ ქალმა მათი გაყვანა მოახერხა და მამას ინტერვიუს გაგრძელების საშუალებაც მისცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42