რუსი ოკუპანტები რუსეთის ეკონომიკური ინტერესების სამსახურში
პოზიცია - 14:18, 02 Jun, 2013     1320

 

"როგორც გახსოვთ, მე ვწერდი, რომ ჩემს წყაროებზე დაყრდნობით (მე ვმუშაობდი რკინიგზის სფეროში, მაქვს კონტაქტები რუსეთის რკინიგზის წარმომადგენლებთან) 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მედესანტეების მიერ კასპის რკინიგზის ხიდის აფეთქება მოხდა გარკვეული კომერციული წრეების თხოვნით, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ, რომ აზერბაიჯანისა და შუააზიის ნავთობპროდუქტების ტრანზიტი განხორციელებულიყო რუსეთის რკინიგზის მეშვეობით. მართლაც, აფეთქებისა და რკინიგზის დაკეტვის შემდეგ, ტვირთების ნაწილი, რომელიც ადრე საქართველოს ტერიტორიის გავლით ხორციელდებოდა, წავიდა "ჩრდილოეთით", მიუხედავად იმისა, რომ ეს ეკონომიკურად წამგებიანი იყო (ტვირთების ტრანსპორტირება ქართული პორტების საშუალებით გაცილებით იაფი ჯდება, მაგრამ შეკვეთების შესრულება აუცილებლობას წარმოადგენდა).

 

და აი, გასულ კვირას რუსმა სამხედროებმა განგებ, საჯაროდ მოახდინეს საოკუპაციო ხაზის 200 მეტრით გადმოწევა. ჩნდება კითხვა - რატომ, რისთვის? რას აძლევს რუსეთს ეს 200 მეტრი? გარდა ერთი წყაროსი და ოკუპანტური სურვილების მორალური დაკმაყოფილებისა?

 

და აი რას ვკითხულობთ:

მსოფლიო მოუთმენლად ელის კონსორციუმ "შაჰ-დენიზის" გადაწყვეტილებას "შაჰ-დენიზის" საბადოდან, რომელიც კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში მდებარეობს, ევროპაში გაზის ტრანსპორტირების მარშუტის არჩევის შესახებ.

 

ამის თაობაზე, მიმდინარეობდა საუბრები გასულ ოთხშაბათს, ბაქოში გამართულ სესიაზე "ენერგეტიკული უსაფრთხოება - კასპიის ზღვიდან ევროპაში: ცვალებადი მსოფლიოს ენერგოუსაფრთხოების დინამიკა. "სამხრეთ ენერგეტიკული დერეფნის" ახალი პერსპექტივები "აზერბაიჯანი-აშშ: მომავალი ხედვების" ფორუმის ჭრილში."

 

"ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ ორივე მარშუტს, მაგრამ შეგვიძლია ავირჩიოთ მხოლოდ ერთი მათგანი. ბუნებრივია, ამას გაგებით უნდა მოეკიდოს მეორე მხარე, რომელსაც უარს ვეტყვით," - განაცხადა SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტმა ელშად ნასიროვმა. მისი სიტყვებით კონსორციუმი გადაწყვეტილებას უახლოეს კვირეებში მიიღებს.

 

აშშ-ს ენერგორესურსების სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩევლის დანიელ შტაინის სიტყვებით, აშშ მხარს უჭერს ორივე ვარიანტს, რადგან საბოლოო მიზანია ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა.

 

პოტენციური მარშუტების შესახებ საუბრისას ნასიროვმა განაცხადა, რომ გაზსადენ "ნაბუკოს" კლასიკური ვარიანტი 50 მილიარდი ევრო ჯდება, მაგრამ ეს თანხა ევროპულ მხარეს ძალიან დიდი ეჩვენა. ამიტომაც იქნა შეთავაზებული პროექტი Nabucco West, რომლის ღირებულებაც 14 მილიარდი ევროა.

 

აი, თურმე რა არის რუსი ოკუპანტების გააქტიურების მიზეზი - მათი ამოცანაა საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნა, რათა არ დაუშვან "ნაბუკოს" საქართველოს ტერიტორიაზე გატარება. არ არის გამორიცხული, რომ რუსი ოკუპანტები ეცდებიან ლოკალური საომარი მოქმედებების პროვოცირერებას. ამიტომაცა, რომ საქართველოს ხელისუფლების ყველა წარმომადგენლის რეაქცია ძალიან მოზომილი და თავშეკავებულია, რათ არ იქნას დაშვებული დესტაბილიზაცია საქართველოში."

 

გიორგი ჯახაია

 

იხ. ლინკი http://cyxymu.livejournal.com/1404806.html





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42