კანონმდებლობის თანახმად, სანამ სტერჯენი რეფერუნდიმის ჩატარების საკითხზე დიდი ბრიტანეთის მთავრობას მიმართავს, მანამ შოტლანდიის პარლამენტისკან უნდა მიიღოს თანხმობა.
მისი თქმით, აპირებს პარლამენტს მომავალ კვირას მიმართოს.
შეგახსენებთ, ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბრის დასაწყისში სტერჯენმა განაცხადა , რომ შოტლანდიის მთავრობამ რეფერენდუმის ჩასატარებლად სამართლებრივი ჩარჩოს მომზადება დაიწყო.
შოტლანდიაში არ ეთანხმებიან „ბრექსითის“ შედეგბს, რომლის თანახმადაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის ტოვებს. შოტლანდიელების უმრავლესობა ევროკავშირის წევრობის მომხრეა.
სტერჯენის თქმით, ბრექსითის ფონზე, შოტლანდიელების ინტერესების დაცვა აუცილებელია.
გაერთიანებულ სამეფოში რეფერენდუმი გასულის წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამომრჩეველთა 51,9%-მა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, 48,1 % წინააღმდეგი იყო.
ლონდონსა და შოტლანდიაში, ასევე ჩრდილოეთ ირლანდიაში ხმა ევროკავშირში დარჩენის სასარგებლოდ მისცეს, თუმცა უელსსა და ინგლისის საგრაფოებში ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირეს მხარი.
რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებისთანავე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, არასწორი იქნება, დარჩეს “გემის კაპიტნად” მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ სხვა გზა აირჩია.
მასალის გამოყენების პირობები






