აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები შესაბამის ვადებში განხორციელდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:55, 13 Mar, 2017     1426
სურსათის ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოში გამოვლენილი მავნებლის - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლით სამუშაოებს მაისი-ივნისის პერიოდში დაიწყებს.

„დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში უკვე გამოჩნდა აღნიშნული მავნებელი, თუმცა, იგი ამ პერიოდში საფრთხეს არ წარმოადგენს. სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს თანმიმდევრულად განახორციელებს. მავნებლის პოპულაციის შემცირებისთვის მნიშვნელოვანია სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინება და ქიმიური წამლობის შესაბამის პერიოდში ჩატარება. მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების რეკომენდაციით, ქიმიური შესხურება ეფექტიანია მავნებლის დაფრთიანებამდე (ნიმფის ასაკში, მაისი-ივნისის პერიოდში). ამ მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო წამყვანი ენტომოლოგების მონაწილეობით, მუდმივ რეჟიმში განახორციელებს მონიტორინგს, რათა ზუსტად განისაზღვროს მავნებლის გავრცელების არეალი და დადგინდეს წამლობის ზუსტი თარიღი. მონიტორინგის ფარგლებში მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და მავნებლის გავრცელების შესახებ ინფორმაციის განახლება“ - განაცხადა სურსათის ეროვნული საგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ.

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. ინვაზიური მავნებელი თხილის გარდა აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო- სამეურნეო კულტურას. აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, დაუყოვნებლივ, 2016 წლის ოქტომბერში, აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით, მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს (ქიმიური წამლობა) და მონიტორინგს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42