სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები შეიკრიბნენ, მათი მტკიცებით სამივე დაკავშებულის ციხეში ყოფნა უკანონოა და ისინი ხელისუფლების პირადი პატიმრები არიან:

,,ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ამ ხელისუფლებას მიიყვანს იქამდე, რომ კბილაშვილი, წულუკიანი და სხვები აღმოჩნდებიან ძალიან მალე მატროსოვის ციხეში, ამიტომ თითოეული ეს საქმე საბოლოო ჯამში მათ შემოუბრუნდებათ ძალიან ცუდად", - განაცხადა ,,თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელმა დირექტორმა თეა თუთბერიძემ.

,,ვგმობთ იმ ცინიზმს, რომელიც ხდება სასამართლო დარბაზში, სადაც ასამართლებენ რეფორმატორებს და ნოვატორებს. ჩვენ დავინახეთ, რომ იკერება შავი ძაფებით თეთრი საქმეები, მოწმეებს ხელისგულზე უწერიათ ჩვენებები, რაც იქ უნდა თქვან და ეს არის სამარცხვინო და ეს არ ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში", - განაცხადა ორგანიზაცია ,,პატრიოტების" ვიცე-პრეზიდენტმა ნატალია ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






