ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მოუწოდებენ რუსეთის ფედრაციას, შეწყვიტოს კონფლიქტურ ზონებში საქართველოს მოსახლეობის გატაცება. მათი თქმით, საქრთველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, ადგილზე მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
,,ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის სახელმწიფოს, შეწყვიტოს ადამიანების გატაცება და დააბრუნოს გატაცებული საქართველოს მოქალაქეები. ასევე მოუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ გაამკაცროს კონტროლი, ზედამხედველობა და უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს იქ მიმდინარე მოვლენებს და ბუნებრივია, მოვუწოდებთ სახელმწიფოს, ყველანაირი გზებით უზრუნველყონ იქ მცხოვრები მოსახლეობის უზრუნველყოფა და გამოიყენონ ყველა საშუალება, რომ გატაცებული ადამიანები დროულად დააბრუნონ სახლებში", - განაცხადა ,,სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ.
,,საქართველოს მთავრობამ უფრო ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას იმისათვის, რომ რუსეთმა შეაჩეროს თავისი ქმედებები. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და ვფიქრობ, მათაც აქტიურ ქმედებებს უნდა მიმართონ. გარდა ამისა, როცა საუბარია საზოგადოებაზე, მნიშვნელოვანია, რომ დავფიქრდეთ პროტესტის გარკვეულ ფორმებზე - მე მგონია, რომ მაშინ, როცა რუსეთს ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, ამას არ აჩერებს და ეს ყველაფერი კვლავ გრძელდება, ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, რამდენად მიზანშეწონილია ამ ფონზე, რომ საქართველომ მონაწილეობა მიიღოს ოლიმპიურ თამაშებში. ამაზე უნდა დაიწყოს დისკუსია და როდესაც ასეთი დამოკიდებულბა გვაქვს რუსეთის მხრიდან, ალბათ ჩვენი მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში მიზანშეწონილი არ იქნება", - განაცხადა ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






