სამოქალაქო სექტორი ცოტნე მამულაშვილის გათავისუფლებას ითხოვს
საზოგადოება - 06:47, 02 Jun, 2013     878

 


"ფეისბუქში" გავრცელებული განცხადებით, ისინი პოეტ იზა ორჯონიკიძის შვილიშვილისა და ოპოზიციის მხარდამჭერის მაია ორჯონიკიძის ვაჟის - ბრალდებულ ცოტნე მამულაშვილის საქმის სწრაფ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

 

"მოგმართავთ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები,სრულიად უპარტიო ან სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები, რომლებიც გავერთიანდით ზეპარტიული, ჰუმანური მიზნით, დავეხმაროთ ერთ კონკრეტულ ადამიანს, რომლის უფლებების დარღვევა ამ მომენტისთვის სამწუხაროდ უდავოდ გვესახება! ალბათ ყველას გვსმენია ცოტნე მამულაშვილის შესახებ, რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით.

 

მრავალი ჩვენგანი ყურადღებით ადევნებდა თვალს მის საქმეს და ვიცით, რომ ის თავის დროზე სასამართლომ გირაოთი არ გაანთავისუფლა და ცოტნე ახლაც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება დაკავების დღიდან ისე, რომ მას სასამართლოს მიერ ბრალი ჯერ არ დამტკიცებია. ცოტნე მამულაშვილი, რომლის დამნაშავეობაში ბევრ ჩვენგანს ეჭვი ეპარება, უკვე მეოთხე თვეა, რაც გლდანის # 8 საპყრობილეში იმყოფება.

 

ბოლო დროს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ცოტნეს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, რაც ციხის პირობებში გამორიცხავს მის სათანადო, აუცილებელ, დროულ მკურნალობას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას საგრძნობლად და დღითი-დღე აუარესებს. ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ ცოტნეს დედას, ქალბატონ მაია ორჯონიკიძეს აქვს სერიოზული გულის პრობლემა და რომ ერთადერთი შვილის დაპატიმრების შემდეგ ის სახლში სრულიად მარტო დარჩა" - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ მაია ორჯონიკიძე სოცქსელების მეშვეობით მუდმივად აცნობდა საზოგადოებას მასსა და მის შვილთან დაკავშირებულ მოვლენებს.

 

"ამიტომ ჩვენთვის ცნობილია, რომ ბოლო დროს ცოტნეს და მისი დედის ჯანმრთელობას განსაკუთრებული საფრთხე დაემუქრა. ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ დღეისთვის ყველაზე მთავარ პრობლემას ცოტნე მამულაშვილის სასამართლოს გაუმართლებელი, დროში ხელოვნური გაჭიანურება წარმოადგენს, რაც გამოიხატა პროკურატურის მიერ ორი სხვადასხვა საქმის გაერთიანებითა და სასამართლო სხდომებს შორის გაუმართლებლად დიდი ინტერვალების ჩანიშვნით, რაც სასამართლოს საბოლოო ვერდიქტს კიდევ დიდი ხნით ახანგრძლივებს.

 

მართალია, კანონით ადამიანის დაპატიმრებიდან სასამართლოს აქვს წინ 9 თვე, მაგრამ ეს დრო მაქსიმალური წინასწარი პატიმრობის ვადაა და სულაც არ ნიშნავს,რომ საქმე, რომლის განხილვაც სასამართლოს მიერ ბევრად ნაკლებ დროშია შესაძლებელი, მაინცდამაინც 9 თვეზე უნდა გაიჭიმოს. სხვა შემთხვევაში იბადება გონივრული ეჭვი, რომ სასამართლო მიკერძოებულია და როგორც წინათ, პროკურატურისა თუ სხვა დაინტერესებულ ზემდგომ პირთა ინტერესებით ხელმძღვანელობს, იმის მაგივრად რომ სწრაფი და ობიექტური მართლმსაჯულება განახორციელოს, რომელიც სიმართლეს დაადგენს და პატიმართა კანონიერ უფლებებს არ შელახავს" - აცხადებენ განცხადების ავტორები.

 

როგორც ისინი აღნიშნავენ, არ სურთ იფიქრონ, რომ ცოტნე მამულაშვილის სასამართლო შეგნებულად ჭიანურდება და დამატებითი ზეწოლისა თუ დასჯის ინსტრუმენტად გამოიყენება პროკურატურისა თუ სასამართლოს მხრიდან.
"ის, რომ ასეთი ეჭვები საზოგადოების ნაწილში უკვე არსებობს, თავისთავად რეაგირებას მოითხოვს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. როგორც გვახსოვს, წინა ხელისუფლების დროს პროკურატურა და სასამართლო ხშირად შეთანხმებულად მოქმედებდა, რამაც უამრავი ადამიანისა და ოჯახის ბედი შეიწირა. საზოგადოების ნაწილში არსებობს ეჭვი, რომ ცოტნე მამულაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მისი დედის პოლიტიკური აქტივობის გამო ხორციელდება და საუკეთესო საშუალება ამ ეჭვების გაქარწყლებისა ცოტნეს მიმართ სწრაფი და სამართლიანი მართლმსაჯულების გამოყენებაა.

 

თუ ახლანდელი ხელისუფლება გულწრფელად გმობს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას, მაშინ ამ პრინციპით თავადაც უნდა იხელმძღვანელოს, როდესაც უკვე ხელისუფლებას წარმოადგენს. რადგან ახალ მთავრობას აქვს გაცხადებული მიზანი და პრეტენზია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა მის პრიორიტეტს წარმოადგენს და ის ემიჯნება წარსულში არსებულ პრაქტიკას ამ სფეროში. ჩვენ სრული უფლება გვაქვს ვითხოვდეთ მისგან ადამიანის უფლებათა განუხრელ დაცვას, მით უმეტეს პატიმართა უფლებების დაცვას, რაც განსაკუთრებით აქტუალური იყო ბოლო პერიოდში.

 

ნუ დაგვავიწყდება, რომ დაგროვილმა უსამართლობის განცდამ და საზოგადოების დახარისხებამ "ჩვენიანებად" და "სხვისიანებად" უკვე არაერთხელ გამოიწვია ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივი ძვრები. სწორედ ყოველივე ამის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, იქონიოთ მყისიერი და შესაბამისი რეაგირება ცოტნე მამულაშვილის საქმეზე, რაც კონკრეტულად გულისხმობს მისი სასამართლო პროცესის დაჩქარებას, სწრაფ მართლმსაჯულებას და ასევე ობიექტურ და მიუკერძოებელ სასამართლოს, რომელიც არ დაუტოვებს კითხვებს საზოგადოებას და ნაკარნახები იქნება მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის დადგენის სურვილით" - ნათქვამია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ ცოტნე მამულაშვილი 14 თებერვალს დააკავეს. მხატვარსა და ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის ექსპერტს ბრალად ლომბარდის დაყაჩაღება ედება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42