ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს როტერდამში ჩაფრენის ნებართვა გაუუქმა, სადაც ის მიტინგზე დასწრებას აპირებდა.
ერდოღანის თქმით, ეს „ნაცისტების ნარჩენებია“ და ვინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო „ფაშისტები“ არიან.
ამავდროულად, ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქ დიასპორას იმ სააგიტაციო მიტინგის ჩატარების უფლება არ მისცა, რომელზეც თურქეთის ლიდერები ნიდერლანდებში მცხოვრები თურქებისთბის პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გაზრდის შესახებ 16 აპრილს დაგეგმილი რეფერენდუმის შინაარსის გაცნობას აპირებდნენ.
„შეგიძლიათ არ შეუშათ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ნიდერლანდებში. თუმცა ვნახოთ, ამის შემდეგ როგორ დაეშვებიან თქვენი თვითმფრინავები თურქეთში. ვგულისხმობ დიპლომატების თვითმფრინავებს“ - განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გერმანია „ნაცისტურ ქმედებებში“ დაადანაშაულა, მას შემდეგ რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ თურქ მინისტრებს აქციის ჩატარებაზე უარი განუცხადა.
მიტინგების ჩატარებაზე თურქულ დიასპორას უარი უთხრეს ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობებმაც.
პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით თურქეთში რეფერენდუმი 16 აპრილს არის დაგეგმილი. აღნიშნული ცვლილებით, პრეზიდენტს ექნება ბრძანებების, მინისტრების დანიშვნის, პრემიერის ინსტიტუტის გაუქმების, რეფერენდუმზე საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის გამოტანის უფლება.
მასალის გამოყენების პირობები






