თურქეთის ლიდერები ევროპაში მცხოვრებ თურქებს პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გაზრდის შესახებ 16 აპრილს დაგეგმილი რეფერენდუმის შინაარს აცნობენ, თუმცა გერმანიის, ნიდერლანდების, ავსტრიისა და შვეიცარიის ქალაქებში საინფორმაციო მიტინგების ჩატარებაზე თურქ მინისტრებს ნებართვა არ მისცეს.
ამავდროულად, ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს როტერდამში ჩაფრენის ნებართვა გაუუქმა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარას შეუძლია ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები დაუწესოს ნიდერლანდებს, თუ ქვეყნის ხელისუფლება უარს ეტყვის მას როტერდამში ჩაფრენის ნებართვაზე, რათა მონაწილეობა მიიღოს თურქულ დიასპორასთან შეხვედრაში.
შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გერმანია „ნაცისტურ ქმედებებში“ დაადანაშაულა, მას შემდეგ რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ თურქ მინისტრებს აქციის ჩატარებაზე უარი განუცხადა.
პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით თურქეთში რეფერენდუმი 16 აპრილს არის დაგეგმილი. აღნიშნული ცვლილებით, პრეზიდენტს ექნება ბრძანებების, მინისტრების დანიშვნის, პრემიერის ინსტიტუტის გაუქმების, რეფერენდუმზე საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის გამოტანის უფლება.
მასალის გამოყენების პირობები






