როგორ „ევროსპორტი" იტყობინება, სერხი რობერტოს მიერ პსჟ-ის კარში გატანილი მეექვსე, გადამწყვეტი გოლის შემდეგ, გულშემატკივრებმა მიკრომიწისძვრა გამოიწვიეს.
სამეცნიერო ინსტიტუტის Jaume Almera Institute of Earth Sciences (ICTJA-CSIC) ცნობით, რომელიც კამპ ნოუდან 500 მეტრში მდებარეობს, ბარსელონას გულშემატკივრების ზეიმი, რიხტერის შკალით მიწისძვრად შეფასდა.
ინსტიტუტის მკვლევარის ჟორჟი დიასის განცხადებით, გარკვეული ცვლილებები მეორე და მესამე გოლის დროსაც დაფიქსირდა , თუმცა ყველაფერი შეიცვალა მეექვსე გოლის შემდეგ, როდესაც სეისმოგრაფმა მიწისძვრა დააფიქსირა.
რიხტერის შკალით, ერთი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები მიკრომიწისძვრებად ფასდება. მიკრომიწისძვრებს ადამიანები ვერ გრძნობენ, თუმცა მათ სეისმოგრაფი აფიქსირებს.
როგორც ჩანს, "ბარსელონას" გახარებულმა გულშემატკივრებმა დედამიწა ნამდვილად შეძრეს.
შეგახსენებთ, "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩზე "პსჟ"-ს უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით 6:1 დაამარცხა.
მასალის გამოყენების პირობები






