როგორც ყოველ წელს დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად წელსაც უამრავი ხალხი შეიკრიბა იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროებთან იმ ადგილებში რომელთა სახელები სამუდამოდ დაუკავშირდა სამმაგ უბედურებას, მიწისძვრას, ცუნამს და ატომური ელექტროსადგურის ავარიას.
იაპონიიის დროით 14:46 საათზე მთელ ქვეყანაში წუთიერი დუმილი გამოცხადდა- სწორედ ამ დროს 6 წლის წინ იაპონიის სანაპიროსთან ახლოს მოხდა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძლიერი 9,0 მაგნიტუდის მიწისძვრა.
შეკრებილმა ხალხმა სანაპიროსთან სანთლები დაანთეს და წყალში ყვავილები , ცაში კი მტრედის ფორმის საჰაერო ბუშტები გაუშვეს.
იაპონიის პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს თქმით სტიქიური უბედურების შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა პრაქტიკულად დასრულებულია , ფუკუსიმას რეგიონში ევაკუაციის რეჟიმი კი თანდათანობით უქმდება.
„ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა ქვეყანას, რომელმაც ამ უბედურების შემდეგ ჩვენ დახმარება გაგვიწია. ჩვენ გვსურს ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ სხვებს, რათა შევიტანოთ ჩვენი წვლილი სტიქიური უბედურებების დროს ზარალის თავიდან არიდების საქმეში“- განაცხადა აბემ.
იაპონიამ 2011-2015 წელს 220 მილიარდი დოლარი დახარჯა , 2016 წლიდან 2020 წლის პერიოდში კი 55 მილიარდის დახარჯვას აპირებს.





მასალის გამოყენების პირობები






