ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესების დარღვევის გამო, 2017 წლის იანვრიდან დღემდე 32 სავალუტო ჯიხური გაუქმდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:12, 11 Mar, 2017     2719

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე რეჟისორ გიორგი ოვაშვილს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება და წერს, რომ ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესების დარღვევის გამო, 2017 წლის იანვრიდან დღემდე 32 სავალუტო ჯიხური გაუქმდა:

„ბატონო გიორგი, პირველ რიგში, დიდ მადლობას გიხდით რომ გაგვიზიარეთ გამოცდილება (სამწუხაროდ, არასასიამოვნო) ვალუტის გადამცვლელი პუნქტების არაკეთილსინდისიერი საქმიანობის შესახებ. როდესაც გასულ ზაფხულს, შუაგულ ბათუმში, შუაგული ტურისტული სეზონის პერიოდში, თავად წავაწყდი არაერთ მსგავს შემთხვევას, სწრაფად მივიღეთ გადაწყვეტილება ამ საქმიანობის მარეგულირებელი წესების გადახედვის შესახებ, რომელსაც, სხვათა შორის, ოპონენტებიც გამოუჩნდნენ და ზედმეტი რეგულაციების შემოღების გამო არაერთხელ გაგვაკრიტიკეს. ვალუტის გადამცვლელი პუნქტებს დავუწესეთ სავალდებულო მოთხოვნები. დეტალებით არ გადაგღლით, მხოლოდ რამდენიმეს გაგაცნობთ: პუნქტები ვალდებულნი არიან მკაცრად დადგენილი სტანდარტის მიხედვით განათავსონ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის დაფა. ასევე, მომხმარებელს მკაფიოდ და სრულად აუხსნან ინფორმაცია ვალუტის გაცვლის კურსის და მომსახურების საკომისიოს შესახებ და გადასცენ ოპერაციის ამსახველი დოკუმენტი. ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესების დარღვევის გამო 2017 წლის იანვრიდან დღემდე უკვე 32 ჯიხური გაუქმდა და მონიტორინგის პროცესიც მუდმივად მიმდინარეობს. თუმცა, დღესდღეობით საქართველოში 1,000-ზე მეტი გადამცვლელი პუნქტია რეგისტრიტებული და ყოველდღიურად თითოეულის მონიტორინგი შეუძლებელია.

ჩვენ, ერთი მხრივ, ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ მოხმარებელთა უფლებების დასაცავად, თუმცა, მეორე მხრივ, ვფრთხილობთ კიდეც, რათა ზედმეტად მკაცრი პირობებით არ გავაჩინოთ ამ სფეროს შავ ბაზარზე გადანაცვლების რისკი, რაც, დამეთანხმებით, კიდევ უფრო დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას იმავე ტურისტების თვალში. თავად ვარ მომსწრე, თუ როგორ ყვავის ცენტრალური აზიის ერთ-ერთ რესპუბლიკაში ასეთი შავი ბაზარი, რაც მეტად არასასიამოვნო სანახავია.

მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ვთხოვო მოსახლეობას, ნუ დაიზარებენ, გადაუღონ სურათი ასეთ დარღვევებს და გადამცვლელი ჯიხურის მისამართთან ერთად გამოგვიგზავნონ შემდეგ იმელიზე cp@nbg.gov.ge.

კიდევ ერთხელ მადლობა თქვენი პოსტისთვის. სიმართლე გითხრათ, მერჩივნა, კინოს შესახებ გვესაუბრა, მითუმეტეს, რომ მოუთმენლად ველი თქვენი ახალი ფილმის, „ხიბულას“ ეკრანებზე გამოსვლას“, - წერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42