სრულიად ინტერნეტი მოიცვა გუშინ , BBC-ის პირდაპირ ეთერში მომხდარმა კურიოზმა.
პირდაპირ ეთერში, ექსპერტი რობერტ კელი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საუბრობდა, როდესაც ოთახში მისი შვილები შეიჭრნენ.
ბავშვების ბებია, ელენ კელი Daylimail-ისთან ინტერვიუში ამბობს, რომ ბავშვებს ეგონათ, მამა სკაიპით ბებიას ელაპარაკებოდა, დედას გაექცნენ და ოთახში შევიდნენ. მისი თქმით, რობერტი ცოლ-შვილებთან ერთად სამხრეთ კორეაში ცხოვრობს და სკაიპით მშობლებს ხშირად ესაუბრება.
„რობერტი, ხშირად იმ ოთახიდან გვესაუბრება ხოლმე, საიდანაც BBC-ის ერთვებოდა ეთერში. ბავშვებს ოთახიდან ხმები რომ მოესმათ, ჩათვალეს, მამა ბებიას ესაუბრებოდა“ - განაცხადა ელენ კელიმ.
ქალი, კი რომლის ოთახში შევარდნამ, ზოგიერთი ჩვენგანი ბავშვების „შეჭრაზე“ მეტად გაამხიარულა, ექსპერტის მეუღლე აღმოჩნდა. სოციალური ქსელების მომხმარებლების უმრავლესობამ ჩათვალა, რომ ის ძიძა იყო.
რობერტ კელი პუსანის ეროვნული უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ასოცირებული პროფესორია. ის სამხრეთ კორეაში 2008 წლიდან ცხოვრობს. ჰყავს კორეელი მეუღლე და ორი შვილი - ოთხი წლის მარიონი და ცხრა თვის ჯეიმსი.
პირდაპირ ეთერში კელის მცირეწლოვანი შვილები მაშინ გამოჩნდნენ, როდესაც ის სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით სერიოზულ შეკითხვას პასუხობდა. ოთახში თავდაპირველად მისი უფროსი შვილი „შეიჭრა“ და მის უკან ცეკვა დაიწყო.
კელი შეეცადა შვილისთვის ყურადღება არ მიექცია, მაგრამ მისი პრობლემა მალე გართულდა, რადგან ოთახში მეორე ბავშვი შევიდა.
კულმინაცია კი ოთახში ქალის შესვლა გახდა, რომელმაც ბავშვებს ნერვიულად დასტაცა ხელი და მათი ოთახიდან გაყვანა სცადა, თუმცა ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა. უფროსი გოგონა გაჯიუტდა და ოთახში დარჩენას მოითხოვდა, მაგრამ საბოლოოდ ქალმა მათი გაყვანა მოახერხა და მამას ინტერვიუს გაგრძელების საშუალებაც მისცა.


მასალის გამოყენების პირობები






