ლუიზიანას ძმამ La Nacion-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მკურნალობის წყალობით, მისი მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება.
3 წლის ნოას ღვიძლის კიბოს დიაგნოზის შესახებ გასული წლის ოქტობერში გახდა ცნობილი.
ამის შესახებ თავად მომღერალმა გააკეთა განცხადება ფეისბუკის გვერდზე.
„განადგურებულები ვართ ჩვენი უფროსი შვილის კიბოს დიაგნოზის გამო, რომელიც ამჟამად აშშ-ში მკურნალობს. მე და ლუისიანამ შევაჩერეთ ჩვენი კარიერა, რათა მთელი დრო და ყურადღება ნიას დახმარებას დავუთმოთ. ამ რთულ დროს, მხოლოდ ლოცვასა და ჩვენი პირადი ცხოვრების პატივისცემას გთხოვთ. წინ რთული გზა გველის და იმედი გვაქვს, ოჯახის, მეგობრებისა და მთელი მსოფლიოს გარშემო თაყვანისმცემლების მხარდაჭერით ომს მოვიგებთ" - წერდა მომღერალი.
მაიკლ ბუბლეი და ლუიზიანა ლოპილატო 2001 წელს დაქორწინდნენ და ვანკუვერში ცხოვრობენ. მათ კიდევ ერთი შვილი ჰყავთ, ელიასი.






მასალის გამოყენების პირობები






