საქართველოს მოსახლეობა ღვინისა და ბორჯომის ექსპორტზე არ გაცვლის ტერიტორიულ მთლიანობას
პოზიცია - 14:54, 01 Jun, 2013     3502



ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის გადმოწევის საკითხსა და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან შერბილებული საგარეო პოლიტიკის არსებულ და მოსალოდნელ შედეგებზე ,,ნიუპოსტი" სამოქალაქო განვითარების სააგენტო "სიდა"-ს აღმასრულებელი დირექტორის ზვიად დევდარიანის მოსაზრებას გთავაზობთ.

 


ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის გადმოწევის საკითხის განხილვა არ უნდა მოხდეს ზოგად კონტექსტიდან ამოგლეჯილად. რუსეთის მხრიდან, ამ ნაბიჯის გადადგმა ნიშნავს იმას, რომ უკუპაციის პროცესი გრძელდება და მომავალშიც შეუძლებელია იმის პროგნოზირება, ტაქტიკური თუ სხვა მოსაზრებების გამო რამდენი ასეული მეტრით მოინდომებს რუსეთი უკუპაციის ზონის გაფართოვებას.


ამას იმიტომ ვამბობ, რომ საუბარია სახელმწიფოზე, რომელიც არ სცემს პატივს საერთაშორისო შეთანხმებებს. იმავე 2008 წლის ომის შემდეგ გაფორმებული შეთანხმების რამდენიმე მუხლი, საყოველთაო აღიარებით კვლავ შეუსრულებელია და ოკუპაციის ზონის გაფართოვება ამ შეთანხმების უგულებელყოფის ერთ-ერთი გამოხატულებაა.


აღსანიშნავია ისიც, რომ ისევე, ალბათ, როგორც ეს საზოგადოების ნაწილისთვის მოსალოდნელიც იყო, რუსეთი არ აფასებს საქართველოს ახალი ხელისუფლების მცდელობას, რომ მოახდინოს ურთიერთობის ნორმალიზება.


რუსეთის პოლიტიკური პრიორიტეტები არ შეცვლილა. იმან, რომ საინფორმაციო საშუალებებით გვესმის ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე შესაძლო დაშვების თაობაზე სიახლეები, არ უნდა მოგვატყუოს და შეგვიქმნას ცრუ მოლოდინი, რომ ორი სახელმწიფოს ურთიერთობის ყველა ასპექტში იქნება წინსვლა.


ამ ფონზე მნიშვენლოვანია, რომ ჩვენი მხრიდან არ იყოს დაშვებული სტრატეგიული შეცდომა. ამ შეცდომად მე ჩავთვლიდი ოკუპაციის წინაააღმდეგ მიმართული ძალისხმევისა და არაღიარების პოლიტიკის შერბილებას. მაინც მგონია, რომ ხელისუფლების მხრიდან გადადგმული პირველი ნაბიჯები და მოლოდინები გადაჭარბებული იყო. ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობა ღვინისა და ბორჯომის ექსპორტის განახლებაზე არ გაცვლის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ყველა ჩატარებული კვლევის თანახმად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოსახლეობა ხელისუფლებას სამ უმთავრეს პრიორიტეტთა შორის ასახელებს. ამის გათვალსიწინებით, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის აღდგენის ხარჯზე, ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა, განსაკუთრებით საგარეო ასპარეზზე, არ უნდა შესუსტდეს.
ეს მნიშვნელოვანია, გარკვევით იქნას მუდმივად ხაზგასმული სხვადასხვა საგარეო ფორუმებზე, სახელმწიფოებთან თუ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში. შესაძლოა, კითხვები არსებობდეს წინა ხელისუფლების ქმედებების მართლზომიერებასთან დაკავშირებით 2008 წლის ომთან მიმართებაში ადამიანის უფლებებისა თუ საომარი ოპერაციის განხორციელების ჭრილში, თუმცა ფაქტია, რომ ამავე ხელისუფლების ერთმნიშვნელოვანი პოლიტიკის და საგარეო მხარდაჭერის შედეგია ის, რომ რუსეთმა ვერ მოახერხა ოკუპირებული ტერიტორიების ფართო აღიარება. ამ საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა, ან ამ პრიორიტეტის ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებში გადაწევა სტრატეგიული შეცდომა იქნება. თუ ეს მაინც გაკეთდა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ შეცდომა დავუშვით, ვითარების შემობრუნება შეუძლებელი გახდება. აქ არ აქვს მნიშვნელობა წინა ხელისუფლებაში ვინ იყო და ახალში ვინაა.


ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რომ ნათელი იყოს ჩვენი გეგმა, ჩვენი საგარეო მონახაზი. ეს გეგმა თუ "ჩემთვის" არაა გასაგები, ძნელად სავარაუდოა, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის იყოს ნათელი.

თუ უკოპაციის ზონის გაფართოვებას, როგორც პოლიტიკოსები, თუ მიკერძებული ექსპერტები არ განვიხილავთ, ბუნებრივია, არასწორი იქნება ან რუსეთის ამ ქმედების პირდაპირ დღევანდელი ხელისუფლებისთვის დაბრალება, ან ხელისუფლების განცხადების პოზიტიურად შეუფასებლობა, რომ მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა არ დაიცალოს ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე სოფლები. თუმცა, პარალელურად იმაზე საუბარი, რომ ეს გაუგებრობაა, ან უნდა გაირკვეს ვინ დგას ამის უკან და მსგავსი განცხადებები, ვფიქრობ, რუსეთთან მიმართებაში ჩვენი პოლიტიკის შერბილების მცდელობის შედეგია, რომელიც როგორც ჩანს რუსეთისთვის პატივსაცემი არაა.

იმ შემთხევაშიც კი, თუ საქართველო უარს იტყვის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ძალიან პესიმისტურად ვუყურებ დეოკუპაციის პროცესის შესაძლებლობას. რუსეთისთვის ეს თემა არა საქართველოსთან ურთიერთობის, არამედ მისი საერთაშორისო საგარეო პოლიტიკის საკითხია. ამის მიუხედავად, ჩვენ ჩვენი მცდელობა არ უნდა შევასუსტოთ და ვიყოთ იმ პარტნიორების იმედად, რომელთათვის საერთაშორისო სამართალი, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42