_ბატონო გია, მოგეხსენებათ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია თანამდებობიდან გადადგა. როგორ ფიქრობთ, ეს თქვენგან ზეწოლის გამო მოხდა?
_ მე დიდი ხანია ვსაუბრობ ირაკლი ეზუგბაიას გაქცევასთან და ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურის უფროსი ია ტეფნაძე რკინიგზაში არსებულ სიმშვიდეზე გვესაუბრება და გვარწმუნებს, რომ ბატონი ირაკლი სქართველოში იმყოფება. თუმცა, როდესაც ეზუგბაიამ გადაკვეთა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი, პირველმა მე განვაცხადე მისი გაქცევის შესახებ. გარწმუნებთ, რომ მან დიდი ხანია დატოვა ქვეყანა და ამერიკაში ცხოვრობს თავის ნაყიდ ვილაში.
_ თქვენ ეზუგბაიას ბრალს დებთ კორუფციასა და დიდი თანხების მითვისებაში, აპირებთ სასამართლოში მის წინააღმდეგ სარცელის შეტანას?
_მე ამას ვგეგმავ, ფინანსური პოლიციის გამომძიებლები მიდგანან გვერდში, რომლებმაც მილიარდამდე თანხების გატაცების აქტები აღწერეს და მომაწოდეს. რკინიგზის სარემონტო სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხები მხოლოდ ფურცელზეა გაწერილი, რეალურად კი არაფერი კეთდება. აქვე დავამატებდი, რომ ირაკლი ეზუგბაიას მეუღლე სასამართლოში მუშაობს. მას ქმარმა საფრანგეთში ძვირადღირებული სასწავლებელი დაამტავრებინა, რომელიც საქართველოს 8 მილიონი დაუჯდა. ბატონი ირაკლი ეზუგბაია აუცილებლად აღმოჩნდება საბრალდებო სკამზე და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან.
_ როგორ შეიძლება დღეს საქართველოს რკინიგზაში არსებული პრობლემების მოგვარება?
_ უამრავ პრობლემასთან გვაქვს საქმე. დღესდღეობით რკინიგზაში პროფესიონალი კადრების დეფიციტია აფხაზეთის მიმართულებით რკინიგზა რომ გაიხსნას და ტვირთებმა მოიმატოს, ამისათვის შესაბამისი კადრები არ გაგვაჩნია. საქართველოში არ გვყავს პროფესიონალები ამ სფეროში, მხოლოდ საზღვარგარეთიდან თუ ჩამოვიყვანთ კადრებს. ეზუგბაიამ 5000 პროფესიონალი რკინიგზის მუშაკი გაანთავისუფლა, მათ ნაცვლად კი 2000-მდე თანამშრომელი მოიყვანა მეგობარ-ნათესაობიდან. ძველ შემორჩენილ კადრებს ხელფასი ისევ 400 ლარამდე აქვთ, ხოლო ახალ კადრებს გაცილებით მეტი. _“საქართველოს რკინიგზა“-ში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად რა გზები და საშუალებები არსებობს?
_ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა მოგვარდეს პირველ რიგში, ესაა სამართლიანი ხელმძღვანელის დანიშვნა. ,,საქართველოს რკინიგზის“ სატავეში ამ საქმის პროფესიონალი და გულშემატკივარი კანდიდატი უნდა დაასახელოს „ქართულმა ოცნებამ“. რკინიგზაში ძალიან დიდი ფულის შოვნის შესაძლებლობა არსებობს, ამიტომ უჩნდება ყველას ამბიცია მოვიდეს სათავეში. „ნაციონალური მოძრაობა“ ასე იოლად არ დათმობს ამ სფეროს და შეეცდება პროვოკაციებს. მე მსურს ოპოზიციური განწყობიდან გამოსვლა და დაჯერება იმისა, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება. ბატონ ბიძინას ძალიან კარგად ქონდა გაცნობიერებული თუ სად მოდიოდა. მან სხვების დაუკითხავად , პირადად თვითონ გადაწყვიტა ის პოლიტიკოსები დაეყენებინა, რომლებიც ახლა გვერდში უდგანან. მათი ღალატის შემთხვევაში, ბატონი ბიძინა ვერავის ვეღარ დაუწუნებს არჩევანს, საკუთარი თავის გარდა. ბევრი მათგანი შესაძლოა ჩვენ მოწონებას არ იმსახურებს, მაგრამ თუ ქვეყნის საკეთილდღეო საქმეებს დააკეთებენ, მოხარული ვიქნები. მე და ჩემი რკინიგზელი მეგობრები ვაპირებთ ყველა იმ კორუმპირებული თანამდებობის პირის კაბინეტის პიკეტირებას, რომლებმაც გაანადგურეს და გაძარცვეს რკინიგზა, პასუხს ვაგებინებთ ყველა იმ დანაშაულზე, რაც განთავისუფლებული თუ დღემდე მომუშავე რკინიგზის თანამშრომლების წინააღმდეგ აქვთ ჩადენილი. მათ საწინააღმდეგოდ პროკურატურაში სარჩელის შეტანას ვაპირებთ. მე თხოვნით მივმართავ ბატონ კობა დავითაშვილს დაგვეხმაროს „საქართველოს რკინიგზა“-სთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში, რადგან ის ამ სფეროს კარგად იცნობს. ბატონი კობას მამაც ყოფილი რკინიგზელი გახლდათ.
ლალი წიკლაური
მასალის გამოყენების პირობები






