თამარ ივერის განაცხადება - რატომ ჩაიშალა პარიზში მომღერლის სოლო-კონცერტი?
საზოგადოება - 14:04, 01 Jun, 2013     1638


თამარ ივერი კონცერტზე არგამოსვლის მიზეზებზე საუბრობს და განმარტავს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო სოლო-კონცერტი თავად მოხსნა.

"ჩემო საყვარელო ადამიანებო და მეგობრებო, ვნახე, რამხელა რეზონანსი მოჰყოლია ჩემი სოლო–კონცერტის გაუქმებას. კლინიკაში ვიყავი პირად საქმეზე და ტელეფონზეც უამრავი ზარი და მესიჯი დამხვდა ქართული მედიის წარმომადგენლებისგან. მინდა, შევიტანო კორექცია აქ გამოქვეყნებულ სტატიებში. სოლო–კონცერტი პარიზში მოვხსენი თავად მე ჯერ კიდევ რამდენიმე დღით ადრე ჯანმრთელობის პრობლემის გამო. სოლო–კონცერტი 20 ნაწარმოებით ძალიან დიდ ფიზიკურ ჯანმრთელობას და გამძლეობას მოითხოვს და იქ გაციებას, ხმის გადაღლას თუ რაიმე სტრესს შეუძლია, ძალიან დაგაზარალოს. სპექტაკლში, სადაც სხვებიც მღერიან, უფრო არის "გამოძრომის" შანსი. ასე, რომ, თეატრს რამდენიმე დღით ადრე თხოვნით მივმართე თავად მე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსურდა, მომეხსნა კონცერტი, რაზეც ისინი დამთანხმდნენ. ასე რომ არ ყოფილიყო, კონცერტამდე ასე 5 წუთით ადრე ნამდვილად ვერ იპოვნიდნენ სხვა, შემცვლელ სოპრანოს ასე ვრცელი, 20 ნაწარმოებიანი სოლო–პროგრამით. ვინც დაინტერესებულია ამ ფაქტით, შეუძლია, მიმართოს და ჰკითხოს პარიზის ოპერის ხელმძღვანელობას. პარიზის თუ ევროპის ნებისმიერი თეატრი, სადაც მართლა მუსიკოსთათვის და ყველასათვის საკმაოდ დემოკრატიული პირობებია, ასე ადვილად, განცხადებების გამო არ უუქმებენ მომღერალს კონცერტს. მათთვის კანონი და საკონტრაქტო პირობები უზენაესი მცნებაა. რაც შეეხება შემდგომ მისულ LGBთ ასოციაციის განცხადებას, მაგ ფაქტის საქმის კურსშიც ვარ. ძალიან დასანანია, რომ ქართველი-ქართველს, ევროპელთათვის ნაკლებად აქტუალურ, რაღაც საქართველოს "შიდა პრობლემაზე" გაკეთებული, თუნდაც ზოგისთვის მიუღებელი განცხადების გამო, რაც იმ პერიოდში საქართველოში ჩვენთვის ყველასთვის ძალიან სტრესულმა სიტუაციამ მოიტანა და სადაც ყველამ, ზოგმა მძაფრად და ზოგმაც ნაკლებად გამოხატა თავის აზრი, ამის გამო შენი ქვეყნის წარმომადგენლის და ცნობილი მუსიკოსის მიმართ თეატრს ასეთი "დიქტატორული მოთხოვნის" შინაარსის შემცველი წერილით მიმართავ. ამ ფაქტმა საკმაო დიდი გაღიზიანება მოიპოვა არა მხოლოდ თეატრის წრეებში, არამედ ჩემს აგენტურებშიც, სადაც ასევე კვირების მანძილზე დიდი გულმოდგინებით იგზავნებოდა ჩემდამი ასეთი "ანტი,ანტი" განცხადებები საქართველოს "უმცირესობის" წარმომადგენლების ასოციაციების მხრიდან. საქართველოსგან განსხვავებით, მსოფლიოში, ადამიანის და მით უმეტეს ცნობილი მოღვაწეების აზრების მიმართ, კიდეც რომ კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ მათ....ნამდვილად დემოკრატიული და მორიდებული დამოკიდებულებაა. მათ პატივს სცემენ მათი პროფესიონალიზმის და ღვაწლის მიხედვით და ასეთ შემთხვევებში პირიქით,ევროპელი ხალხისგან ვიღებთ უკუ რეაქციას, როდესაც ქართველ მომღერალზე, მისი ქვეყნის, საქართველოს წარმომადგენლებისგან ისმის ასე ძალადობრივი და თითქმის "ფაშისტური" განცხადებები: "მოვითხოვთ მის დაბლოკვას", მოვითხოვთ მისი საოპერო კარიერის შეჩერებას", "მოვითხოვთ მისი კონცერტის"გაუქმებას" და ასე შემდეგ. საიდან მოდის ასეთი აგრესია, როდესაც თავად ისინი სხვათა აგრესიას ჰგმობენ და აცხადებენ, რომ ქვეყანაში თავისუფალი აზრის უფლება ყველას აქვს??? მერწმუნეთ, ამ ყოველივემ მსოფლიოს თეატრალური სამყაროს მესვეურთაგან პირიქით, ძალიან უარყოფითი რეაქცია გამოიწვია ქართველი ხალხის ამ თვისებაზე. არადა ყველა ასეთი ხომ არ არის ჩემს ქვეყანაში? და ნამდვილად არ მსურს ჩვენზე ეგეთი, "ერთმანეთის ჩამძირავი" ხალხის შთაბეჭდილება შეექმნათ. თავად ისინი ყველა თავის ქვეყნის პატრიოტები არიან, ძალიან აღიზიანებთ საკუთარი ხალხის მიერ ეგეთი "ჩაშვებები", მით უმეტეს ისეთი ცნობილი მომღერლების მიმართ, ვინც ათწლეულებია, უკვე მათთან მუშაობს და არასოდეს რაიმე მსგავსი "ჰომოფობიური" მის ქმედებაში ან გამოხდომაში არ შეუნიშნავთ. მათთვის ათწლიან მეგობრობაში და მრავალ წარმატებულ პროდუქციებში გამოწრთობილი მომღერლის პიროვნება უფრო დამაჯერებელი და პატივსაცემია, ვიდრე რაიმე ორგანიზაციის მიერ გამოგზავნილი მაპროვოცირებელი წერილი. რაც შეეხება განცხადებას "მაშინ "ცისფერი" ჩაიკოვსკის ნაწარმოებებს რატომ მღერისო", ძალიან არაკომპეტენტური შეფასებაა, რასაც კომენტარს ვერ გავუკეთებ. მაშინ არც ასეთი ორიენტაციის დირიჟორთან თუ მომღერალთან ერთად არ უნდა ვიმღერო, არც ელტონ ჯონს არ უნდა ვუსმინო, აღარც გენიალურ რუდოლფ ნურიევს, ფრედი მერკურის, ჯორჯ მაიკლს და ა.შ ვუყურო. ვფიქრობ სწორედ აქედან მოდის მავანთა "ფაშისტური"აზროვნება. საბედნიეროდ და ჩემდა გასაკვირად, მსოფლიოში ჩემი მეგობარი "ცისფერი თუ ვარდისფერი" ორიენტაციის კოლეგები ძალიან გახსნილი, კეთილგანწყობილი და ბავშვივით გულკეთილი ხალხია და საერთოდ არ ჰგვანან იმ ადამიანებს, ვინც ხალხისადმი, არა აქვს მნიშვნელობა, მომღერალია თუ იურისტი, თავისი წერილებით ასეთი ზიანის მოტანას ცდილობენ. იმედია, ჩემი თუ არა, უცხოეთის თეატრალური საზოგადოების თვალში მათი მხრიდან ასეთ არაჯანსაღ ნაბიჯებს მომავალში ადგილი აღარ ექნება, რომ ეს ყოველივე რაღაც მძაფრ დაპირისპირებებში არ გადაიზარდოს. დღეს მე ვარ, ხვალ შეიძლება, სხვები აღმოჩნდნენ ჩემს ადგილზე და ეს ყოველივე ევროპაში მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, ჩვენს ქვეყანაზე აცინებს და საქართველოს "ურთიერთჩამძირავი" ხალხის უარყოფით იმიჯს სძენს! მე,როგორც მორწმუნე ადამიანი, მათ გულით ვუნდობ ასეთ უარყოფით ქმედებებს და იმედია, ისინიც იგივეთი მიპასუხებენ! პატივისცემით, თქვენი თამარი", - წერს მომღერალი. 

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით პარიზის ნაციონალურ თეატრში თამარ ივერის კონცერტის ჩაშლის მიზეზი, 17 მაისს თბილისში განვითრებულ მოვლენებზე მომღერლის მიერ გაკეთებული შერფასება გახდა.

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42