იმპიჩმენტს რვავე მოსამართლემ დაუჭირა მხარი.
საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნით, პრეზიდენტმა ნამდვილად მისცა მის ახლო მეგობარსა და მრჩეველს სახელმწიფო საქმეებში ჩარევის უფლება და მისი კორუფციულ საქმიანობას დააფარა ხელი.
აღნიშნულის შემდეგ პრეზიდენტი პაკ კინ ჰე საბოლოოდ ჩამოშორდება ქვეყნის მართვის სადავეებს. 60 დღის განმავლობაში ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.
სამხრეთ კორეაში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტისთვის განცხადებებს მისი მეგობარი ჩხვე სუნ სილი წერდა. გამოძიების თანახმად, ის სამხრეთ კორეის სახელმწიფო საქმეებში ერეოდა და პრეზიდენტთან ახლო კავშირს საკუთარი ფინანსური სარგებლისთვის იყენებდა.
ჩხვე სუნ სილი დაკავებულია, თავად პრეზიდენტმა მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.
მასალის გამოყენების პირობები






