საპარტნიორო ფონდსა და SACE-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშკრულბა გაფორმდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:30, 10 Mar, 2017     988
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის იტალიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ იტალია-საქართველოს ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა, სადაც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ იტალიის სახელმწიფო საექსპორტო-საკრედიტო სააგენტო SACE-სთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ქართული დელეგაციის წევრები და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანჯელინო ალფანოსი დაესწრნენ. ფორუმში 250-ზე მეტი წამყვანი იტალიური და ქართული ბიზნესკომპანია მონაწილეობდა, რომლის ფარგლებშიც ორი ქვეყნის საინვესტიციო თანამშრომლობისა და ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს.

იტალია-საქართველოს ბიზნესფორუმის ფარგლებში საპარტნიორო ფონდსა და იტალიის სახელმწიფო საექსპორტო-საკრედიტო სააგენტო SACE-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. SACE ინვესტორებს იაფი ფინანსური რესურსით იტალიური ტექნიკა დანადგარების შეძენის შესაძლებლობას აძლევს. საქართველოში სენდვიჩ პანელების მწარმოებელმა კომპანია „პანექსმა“ საპარტნიორო ფონდის ჩართულობით იტალიის ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს „საჩეს“ (SACE)მეშვეობით საწარმო მაღალტექნოლოგიური იტალიური დანადგარების მწარმოებელი SAIP-ის საწარმოო ხაზით აღჭურვა. იტალიის სახელმწიფო საექსპორტო-საკრედიტო სააგენტო SACE საპარტნიორო ფონდს ასევე ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს შექმნის მიმართულებითაც.

საპარტნიორო ფონდსა და იტალიის სახელმწიფო საექსპორტო-საკრედიტო სააგენტო SACE-ს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ორივე კომპანია ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და ექსპორტის გაზრდას იტალიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ინტერესით შერჩეული პროექტების განხორციელების გზით.

„იტალია ჩვენი ქვეყნის სავაჭრო პარტნიორების ათეულშია და იმედი მაქვს, რომ აღნიშნული ურთიერთობები ამ ხელშეკრულების შედეგად კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება. ჩვენი ურთიერთობა SACE-თან ახლა არ დაწყებულა, ჩვენ ორი წელია აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან ექსპორტის ხელშემწყობი სააგენტოს შექმნაზე, რომელიც საზღვარგარეთ ბაზრებზე ორიენტირებულ ჩვენს ადგილობრივ კომპანიებს დაეხმარება. სააგენტოს მიზანი სწორედ ჩვენი ექსპორტიორი კომპანიების ინტერესების დაცვა იქნება, მათი საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, რითიც სამომავლოდ ვუზრუნველვყოფთ საქართველოდან ექსპორტის პოტენციალის ამაღლებას და ეკონომიკის დივერსიფიკაციას,“ - განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

ხელმოწერის ცერემონიაზე SACE-ეს დირექტორმა ბენიამინო ქუინტიერიმ განაცხადა, რომ ხელშეკრულება აქტიურად დაეხმარება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

იტალიის სახელმწიფო საექსპორტო-საკრედიტო სააგენტო SACE საპარტნიორო ფონთან თანამშრომლობს საშენ მასალათა წარმოების ზოგიერთი ადგილობრივი პროექტის დაფინანსების კუთხით. საპარტნიორო ფონდი და იტალიური სააგენტო ასევე იმუშვებენ ინფორმაციის გაცვლაზე და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაზე. ისინი მცირე და საშუალო ზომის ბიზნეს-კომპანიებს ინოვაციურ საკონსულტაციო და ტექნიკური დახმარების მომსახურებას გაუწევენ.

SACE იტალიის სახელმწიფო საექსპორტო-საკრედიტო სააგენტოს წარმოადგენს,

რომელიც პარტნიორი ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტებს მიკრო და მცირე საწარმოების ხელშეწყობისთვის იაფ კრედიტს და ექსპორტიორ კომპანიებს გლობალურ ბაზრებზე სავაჭრო ოპერაციებში მხარდაჭერას სთავაზობს. SACE ფულად რესურსს ინოვაციურ ბიზნესებში აბანდებს და კომპანიებს სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტებით სარგებლობას სთავაზობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42