თუმცა...
ზოგადად, თუ კარგად დავაკვირდებით, შეიძლება, გავაკეთოთ დასკვნა, რომ ყველა ბოლოდროინდელი მოვლენა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ციანიდის საქმე“, ასევე, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული პერიპეტიები და ამას დამატებული იგივე „ოცნების“ მიერ პრეზიდენტის ინსტიტუტზე განხორციელებული რევანში ერთი ჯაჭვია.
რაც შეეხება საპატრიარქოს სკანდალს,
ზოგადად, ისინი, ვინც ეკლესიის კულუარებში ზედმიწვენით კარგად ერკვევიან, გამოთქვამენ გონივრულ ეჭვს, რომ „ციანიდის საქმის“ მთავარი მიზანი საპატრიარქოსში გავლენის სფეროების გადანაწილება იყო და მეტი არაფერი, მაგრამ მათივე თქმით, ყველაფერი თავდაყირა დადგა.
კერძოდ, გათვლილი არ ჰქონდათ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძის დაკავება იმაზე ადრე გახდებოდა საზოგადოებისთის ცნობილი, ვიდრე საქმე სასამართლოში არ წავიდოდა, მაგრამ „რუსთავი 2“-მა, რომელსაც წყაროები, ცხადია, პროკურატურაშიც ჰყავს, ყველაფერი გაიგო და დეკანოზის დაკავების შესახებ სკანდალი „აწია“. ამ სცენარისთვის მეორე მხარე, მზად არ იყო და შესაბამისად, იმის დამალვაც ვეღარ მოახერხა, რომ დეკანოზს ბრალი უმაღლესი სასულიერო პირის კი არა, შორენა თეთრუაშვილის შესაძლო მოწამვლისთვის ჰქონდა წაყენებული. ამასთან, არც იმას ელოდნენ, რომ მეუფე პეტრე გამოწვევას მიიღებდა და ყველაფერზე ლაპარაკს ღიად დაიწყებდა. ყველაფერმა ამან სცენარი არია
ამას გარდა, არსებობს ინფორმაცია, რომ დეკანოზ მამალაძის წინააღმდეგ აღძრული საქმის შეწყვეტის საკითხიც დგას დღის წესრიგში. ამის გაკეთება ყველაზე უკიდურესი ფორმა იქნება, მაგრამ როგორც ადვოკატები ამბობენ, არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, დეკანოზმა ციანიდი ვისგან შეიძინა, რაც უკვე გამოძიების სისუსტეზე მეტყველებს, ანუ საგამოძიებო უწყებას გაუჭირდება, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ დეკანოზი თუნდაც პატრარქის მდივნის მოწამვლას აპირებდა, თან მოტივის დასხელებაც გაძნელდება. ამ სიტუაციაში, ყველაზე კარგი გამოსავალი ის იქნება, რომ საქმე, მტკციებულებების არარსებობის გამო, შეწყვიტონ. ამ საკითხზე პოლიტიკურ წრეებშიც უკვე აქტიურად ლაპარაკობენ და ამბობენ, რომ ეს შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გონივრული გამოსავალი იქნება.
ჩვენი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სტრასბურგმა „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უვადოდ შეაჩერა, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი გამოვიდა ინიციატივით, რომ ამ თემის გადაფარვა „ციანიდის საქმეში“ არსებული ჩანაწერების გასაჯაროებით მოეხდინათ, მაგრამ წყაროს თქით, ეს იდეა მაშინვე უგუვებელყოფილ იქნა, რადგან ფარულ ჩანაწერებში ყველაზე მძაფრი, გინებები აღმოჩნდა, რაც თავისთავად ცუდი მოსასმენია, მაგრამ გინება ჯერჯერობით სისხლის სამართლის დანაშაული არ არის.
ამ ყველაფრის ყველაზე ცუდი შედეგი კი შეიძლება გახდეს ის, რომ ხალხს აღარც ხელისუფლების ნდობა ექნება და აღარც - ეკლესიის. არადა, ბოლო დრომდე ეკლესია საზოგადოების ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობდა. იმის მიზანი, ვინც ეს ამბები მოიფიქრა, სწორედ ეს იყო, რომ მოსახლეობაში ნიჰილიზმი გამეფებულიყო. უიმედო ადამიანი რაღაცნაირად ზომბს ჰგავს და იმას აკეთებს, რასაც უბრძანებენ. ამასთან, პროტესტის გრძნობაც აღარ აქვს, რადგან ფიქრობს, რა აზრი აქვს პროტესტს, მაინც არავინ არის, ვინც ცხოვრებას უკეთესობისკენ შცვლისო. ამ გადასახედიდან თუ გავაკეთებთ ანალიზს, მიზანი ნაწილობრივ მიღწეულია, მაგრამ საქართველოში სამოქლაქო საზოგადოება და გონიერი ხალხი ჯერ ისევ არსებობს, რაც იგივე „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა - ისინიც კი, ვინც ამ ტელევიზიის მიმართ პრეტენზიულად იყვნენ განწყობილნი, ამბობენ, რომ კრიტიკული მედიის არსებობა აუცილებელია და „რუსთავი 2“ ისეთი სახით უნდა არსებობდეს, როგორიც დღეს არის.
,,ყოვლად წმინდა სამებავ, კრულყვოს, მზე დაუბნელოს, ზეცამ წვიმა არ მისცეს, მიწამ ნაყოფი შეუწყვიტოს, წყალი სისხლად ექცეს და მისი სისხლის წყლად, თუ მე შევიძინე ციანიდი, პატრიარქის, რომელიმე სასულიერო პირების ან შორენას მოსაწამლად. მე ვიყო ჩემი ოჯახით წყეული, ან ყველა ის პიროვნება და მისი ოჯახი, ვინც ეს მომიწყო და ჩამიდო ჩანთაში საწამლავი.
აწ და უკუნისამდე, ამინ!“
და ბოლოს, დღეს სინოდის სხდომა გაიმართა.
განჩინების თანახმად, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ბოლოდროინდელი განცხადებების გამო გააკრიტიკეს და სინოდის წევრების გადაწყვეტილებით ის საპატრიარქოს ტელევიზია ,,ერთსულოვნების“ ხელმძღვანელობას ჩამოაშორეს.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპატრიარქო გავრცელებულ განცხადებაში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას ნდობას უცხადებს.
საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელის პოსტიდან მეუფე პეტრეს გადაყენებას პროტესტი მოჰყავსაპატრიარქოს ტელევიზიის თანამშრომლებში. დღესვე დეკანოზმა ზურაბ ცხოვრებაძემ, თანამშრომლებთან ერთად განცხადება წაიკთხა, სადაც ისინი მიმართავენ საქართველოს პატრიარქს, დააბრუნოს მეუფე პეტრე ტელევიზიის დირექტორის თანამდებობაზე.
უცნობია, რატომ არ მოხდა გიორგი მამალაძის საქმეის განხილბა სინოდის ცხდომაზე. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მღვდელმთავრებს დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის მღვდლობის უფლება უნდა შეეჩერებინათ და ჯვრის აყრის წესი უნდა ჩატარებულიყო.
მასალის გამოყენების პირობები






