როგორც „ბიბისი“ იტყობინება, პოლონეთის მცდელობის მიუხედავად, ტუსკის კანდიდატურა დაებლოკა, მას ევროპელმა ლიდერებმა ნდობა გამოუცხადეს და არჩეულ იქნა 27 ხმით ერთის წინააღმდეგ.
დონალდ ტუსკი ევროსაბჭოს პრეზიდენტი კიდევ 2.5 წელი იქნება.
ცნობილია, რომ პოლონეთის პრემიერმა ბეატა შიდლომ ევროკავშირის ლიდერებს წერილით მიმართა, ტუსკის მეორე ვადით არჩევისთვის მხარი არ დაეჭირათ.
გავცრელებული ცნობით, პოლონეთის საგარეო სამინისტრომ ევროპარლამენტის დეპუტატი, იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ევროსაბჭოს პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტუსკის ნაცვლად ოფიციალურად წარადგინა.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სარიუშ-ვოლსკი საკუთარი პარტიიდან "სამოქალაქო პლატფორმა" გარიცხეს, რისი მიზეზიც პარტიის მხრიდან ევროსაბჭოს პრეზიდენტის პოსტზე ტუსკის მხარდაჭერა გახდა. ავტომატურად, ის გაირიცხა ევროპის სახალხო პარტიიდანაც.
მასალის გამოყენების პირობები






