ვარსკვლავური წყვილი, 36 წლის რაიან გოსლინგი და 43 წლის ევა მენდესი საზოგადოების წინაშე ერთად ძალიან იშვიათად ჩნდება. იშვიათად წყალობენ ტაბლოიდებსაც.
წყვილი 2011 წლიდან ერთად ცხოვრობს და 2 ქალიშვილი ჰყავს, 3 წლის ესმერალდა და 10 თვის ამადა.
თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელოდნენ ოსკარები 2017-ის დაჯილდოებას და ვარაუდობდნენ, რომ წყვილი წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდებოდა, თუმცა რაიანი დაჯილდოებაზე დასთან ერთად მივიდა.
ევა მენდესმა გამოცემა Shape -თან ინტერვიუში პირველად ისაუბრა, რატომ არ ჩნდება ქმართან ერთად წვეულებებსა და დაჯილდოებებზე.
„ის, რაც ხალხმა ჩემზე არ იცის, ის არის, რომ სახლში ყოფნა ძალიან მიყვარს. წითელ ხალიჩებზე სიარულს მირჩევნია სახლში ვიყო და დრო ჩვენს გოგონებთან ერთად გავატარო“ - განაცხადა ევამ.
მიუხედავად იმისა, რომ ევა ჰოლივუდურ შეკრებებს ფიზიკურად არ ესწრება, მისი დავიწყების საშუალებას რაიან გოსლინგი არ გვაძლევს.
„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე, რომელსაც გოსლინგი მარტო ესწრებოდა და რომელზეც ოქროს გლობუსი დაიმსახურა მამამკაცის საუკეთესი როლის შესრულებისთვის „ლა ლა ლენდში“, სცენაზე ასვლისას ჯილდო მეუღლეს მიუძღვნა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
„ყველასთვის მადლობის გადასახდელად დრო არ მეყოფა. თუმცა, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ერთ ადამიანს. მაშინ, როცა მე ვმღეროდი, ვცეკვავდი , ფორტეპიანინოზე ვუკრავდი და ფილმთან დაკავშირებით ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო გამოცდილებას ვიღებდი, ჩემი მეუღლე ზრდიდა ჩვენს ქალიშვილს, მეორე შვილზე ორსული და ამავდროულად ეხმარებოდა მის ძმას კიბოსთან ბრძოლაში. მას რომ ეს ყველაფერი არ გაეკეთებინა, ახლა ჩემ ნაცვლად აქ სხვა იდგებოდა... საყვარელო, დიდი მადლობა “ - განაცხადა გოსლინგმა.






მასალის გამოყენების პირობები






