ამის შესახებ პესკოვმა, „ვიკილიქსის“ მიერ გამოქვეყნებული მასალების კომენტირებისას განაცხადა.
„მთელ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად , რა თქმა უნდა, ყურადღება მივაქციეთ აღნიშნულ პუბლიკაციებს. ვაშინგტონში, ფაქტობრივად არ მალავენ, რომ ისინი აქტიურად უსმენენ რუსლ ოფიციალურ პირებს , მათ შორის ჩვენს ელჩსაც და ასე შემდეგ“ - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, სკანდალურმა ვებგვერდმა „ვიკილიქსმა“ დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლის თანხმადაც ცენტრალური სადაზვერო უწყება კომპიუტერული ვირუსების საშუალებით, „ვინდოუსის”, „ანდროიდის”, „აიოსის”, „ოესიქსის’, „ლინუქსისა” და „ინტერნეტ როუტერების” ოპერაციულ სისტემებში აღწევს.
დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2014 წლის ივნისიდან, "სამსუნგის" ე.წ სმარტ ტელევიზორებისთვის სპეციალური პროგრამა დაიწერა, რომელიც გამორთულ რეჟიმში ოთახში მიმდინარე საუბარს იწერს, ჩართვის შემდეგ კი WIFI-ის საშუალებით, მათ დაზვერვის სერვერებზე აგზავნის. სპეციალური პროგრამა დაიწერა აიფონებისა და აიპადებისთის, რომლითაც შესაძლებელია მიმოწერასთან და ვიდეოკამერასთან წვდომა.
ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ(CIA) და ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ "ვიკილიქსის" მიერ გამოქვეყნებულ ფაილებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






