როგორც გამოცემა People წერს, ჯენიფერ გარნერმა განქორწინების შესახებ სასამართლოში შეტანილი სარჩელი, უკან გაიტანა.
როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, მათ კვლავ უყვართ ერთმანეთი, ძალიან უყვართ თავიანთი შვილები და ურთიერთობას კიდევ ერთ შანსს აძლევენ.
თებერვლის დასასრულს ცნობილი გახდა, რომ ჯენიფერმა განქორწინების პროცესი ოფიციალურად დაიწყო და მისმა ადვოკატებმა სასამართლოში სარჩელიც შეიტანეს, თუმცა, როგორც ჩანს, გადაიფიქრა.
ჯენიფერ გარნერისა და ბენ აფლეკის 10 წლიანი ქორწინების დასრულების შესახებ ცნობები, 2015 წელს გავრცელდა. ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მოსიყვარულე და სანიმუშო ოჯახის დანგრევის ოფიციალური მიზეზი უცნობია. გავრცელებული ცნობით, მიზეზი ბენ აფლეკი გახდა, რომელმაც გარნერს ბავშვების ძიძასთან უღალატა.
"ხანგრძლივი ფიქრისა და განხილვის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ დაცილება. ჩევნ დიდი ხანია მეგობრები ვართ და კვლავ გავაგრძელებთ ურთიერთობას ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისათვის. ძალიან გთხოვთ ყველას პატივი სცეთ ჩვენს ოჯახს ამ რთულ მომენტში და თავი შეიკავოთ სიცრუის გავრცელებისაგან. მადლობას გიხდით თანადგომისათვის"-განაცხადა ჯენიფერმა, თუმცა წყვილი განქორწინების ოფიციალური პროცესის დაწყების შესახებ მაშინ არაფერს ამბობდა.
დაშორების შემდეგ გარკვეული პერიოდი ისინი ერთად ცხოვრობდნენ, რათა მათ განშორებას ბავშვებისთვის ტრავმა არ მიეყენებინა.
მას შემდეგ რაც ბენი საცხოვრებლად ცალკე გადავიდა, გარნერის სახლს ყოველკვირეულად სტუმრობდა. დასვენების დღეებს მსახიობები შვილებთან ერთად ატარებდნენ, რის ამსახველ კადრებსაც დასავლური ტაბლოიდები სისტემატიურად ავრცელებდნენ.
მსახიობები, დაშორების შემდეგ, სხვადასხვა ინტერვიუებში , ერთმანეთის მიმართ დიდი პატივისცემას მუდმივად ხაზს უსვამენ. ტაბლოიდები წერდენენ, რომ წყვილს ერთმანეთი ისევ უყვარს. "ეს განსაკუთრებით ბენს ერტყობა. როდესაც ჯენიფერზე ლაპარაკობს, თვალები ძველებურად უბრწყინავს" - წერდა გამოცემა E!
შეგახსენებთ, რომ წყვილმა 2005 წელს იქორწინა. ბენსა და ჯენიფერს 3 შვილი ჰყავთ: 11 წლის ვაიოლეტი, 8 წლის სერაფინა და 5 წლის სემუელი.








მასალის გამოყენების პირობები






