საზოგადოების წევრები რუსულ აგრესიასა და ოკუპაციას აპროტესტებდნენ. მიმართავდნენ პოლიტიკოსებს და მოუწოდებენ დროული ზომები მიიღონ მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად. დღეს საზოგადოების წევრები, ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ და პეტიციას პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს გაუგზავნიან.
,,კეთილი ინებონ ქვეყნის პირველმა პირებმა, ჩავიდნენ და ესაუბრონ ზუსტად ვლადიმერ პუტინს და ისაუბრონ არა მარტო ამ ტერიტორიებზე რამდენიმე კილომეტრით გადმოწევაზე საზღვრის, არამედ ისაუბროს სრულიად საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციასთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა, საზოგადოება ვითხოვთ ამას და ეს არის საზოგადოებრივი შეკვეთა მათი. ბატონი კარასინ ის და ბატონი აბაშიძის დონეზე არ უნდა დარჩეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები", - აცხადებს საზოგადოებირივი ინიციატივების გაერთიანების ცენტრის თავმჯდომარე ირაკლი ლომიძე.
მასალის გამოყენების პირობები






