ანგელა მერკელმა ერდოღანის განცხადებას "სამწუხარო და გაუმართლებელი" უწოდა
მსოფლიო - 15:20, 09 Mar, 2017     2396
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში, თურქეთის პრეზიდენტის გნცხადებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ერდოღანის განცხადებას, რომ გერმანიის ხელისუფლება „ნაცისტურ პრაქტიკას“ იყენებს, მერკელმა "გაუმართლებელი" უწოდა.


ანგელა მერკელის თქმით, ორ ქვეყანას შორის „ღრმა განსხვავებები“ წარმოიშვა, რომლის აღმოსაფხვრელადაც დიდი ძალისხმევაა საჭირო.

მერკელის თქმით, ერდოღანის განცხადება „ძალიან სამწუხარო და უადგილოა“ და მას „არავითარი გამართლება არ აქვს.“

მერკელმა გერმანულ-თურქულ ურთიერთობებზე მუშაობის პირობა დადო, „თუმცა გერმანიის ღირებულებებისა და ფასეულობების საფუძველზე.“


შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გერმანია „ნაცისტურ ქმედებებში“ დაადანაშაულა, მას შემდეგ რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ თურქ მინისტრებს აქციის ჩატარებაზე უარი განუცხადა.

ანკარაში, „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტის დაკავების გამო აღშფოთების ზრის ფონზე, გასულ კვირას, გერმანიის ხელისუფლებამ თურქულ დიასპორას ორი აქციის ჩატარების ნება არ დართო.

აქციები თურქეთის მთავრობის კამპანიის ნაწილი იყო, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით 16 აპრილის რეფერენდუმს უკავშირდება.

„გერმანიაში, ჩვენს მეგობრებს სიტყვით გამოსვლის უფლებას არ აძლევენ. ოყოს ასე! როგორ გგონიათ, იმით, რომ თურქ მინისტრს გერმანიაში სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევთ, რეფერენდუმზე „დიახის“ ნაცვლად „არა“ გაიმარჯვებს?“ - განაცხადა ერდოღანმა.

„გერმანია, შენ არაფერი გაქვს საერთო დემოკრატიასთან. ეს ბოლო ქმედება არაფრით განსხვავდება ნაცისტური პრაქტიკისგან“- დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით თურქეთში რეფერენდუმი 16 აპრილს არის დაგეგმილი. აღნიშნული ცვლილებით, პრეზიდენტს ექნება ბრძანებების, მინისტრების დანიშვნის, პრემიერის ინსტიტუტის გაუქმების, რეფერენდუმზე საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის გამოტანის უფლება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42