სკანდალური ვებგვერდის ცნობით, ისინი გაასაჯაროებენ ათასობით დოკუმენტს, რომლებიც დაზვერვის სააგენტოს მიერ ტელეფონის, ტელევიზორისა და კომპიუტერის საშუალებით მასობრივ თვალთვალს ადასტურებს.
ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მომხდარი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ამერიკელ სამხედროებსა და მათ ოპერაციებს, არამედ მტრულად განწყობილ ქვეყნებს ამერიკისთვის ზიანის მიყენებას უადვილებს.
გამოძიება ვარაუდობს, რომ საიდუმლო მასალები სერვერებიდან თანამშრომლებმა ან რუსმა ჰაკერებმა მოიპარეს.
სკანდალურმა ვებგვერდმა დოკუმენტების ნაწილი გამოაქვეყნა, რომლის თანხმადაც ცენტრალური სადაზვერო უწყება კომპიუტერული ვირუსების საშუალებით, „ვინდოუსის”, „ანდროიდის”, „აიოსის”, „ოესიქსის’, „ლინუქსისა” და „ინტერნეტ როუტერების” ოპერაციულ სისტემებში აღწევს.
დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2014 წლის ივნისიდან, "სამსუნგის" ე.წ სმარტ ტელევიზორებისთვის სპეციალური პროგრამა დაიწერა, რომელიც გამორთულ რეჟიმში ოთახში მიმდინარე საუბარს იწერს, ჩართვის შემდეგ კი WIFI-ის საშუალებით, მათ დაზვერვის სერვერებზე აგზავნის. სპეციალური პროგრამა დაიწერა აიფონებისა და აიპადებისთის, რომლითაც შესაძლებელია მიმოწერასთან და ვიდეოკამერასთან წვდომა.
მასალის გამოყენების პირობები






