აღმოსავლეთ ევროპელი დიპლომატები ამერიკას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისკენ მოუწოდებენ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „როიტერსი.“
როგორც გამოცემა წერს, ექვსი ქვეყნის დიპლომატმა ამერიკელ სენატორებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისკენ მოუწოდა, მათ შორის კიბერ თავდასხმებში და ასევე მოუწოდებენ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შენარჩუნდეს.
აშშ სენატის ასიგნებების კომიტეტის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების ქვეკომიტეტში სენატორების წინაშე სიტყვით საქართველოს, უკრაინის, პოლონეთის, ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის ელჩები წარსდგნენ.
„ვიდრე რუსეთი არ დატოვებს უკრაინის მიწას, სანქციების შემსუბუქება არ უნდა მოხდეს, პირიქით, მათი გაზრდა უნდა მოხდეს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა.
აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ გამოსვლაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.
რუსეთი აგრძელებს ტერიტორიების ოკუპაციას 10 ათასზე მეტი რუსული „ეფ-ეს-ბესა“ და სამხედრო მესაზღვრეებით. მათ არ აქვთ ლეგალური მანდატი და განაგრძობენ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას. 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, მოსკოვი ხელს აწერს ე.წ შეთანხმებებს ოკუპირებულ რეჟიმებთან. ეს დოკუმენტები კი ნაბიჯია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ. გვჯერა, რომ აშშის ახალი ადმინისტრაცია გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას და ჩართულობას, ასევე ორმხრივ ეკონომიკურ- სავაჭრო ურთიერთობას საქართველოსთან“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






