ბაჰამის კუნძულები საოცარი სილამაზითა და ეგზოტიკურობის გარდა, თავისი მოცურავე გოჭებითაც არის ცნობილი.
ბოლო წლებია, კუნძულ ექსუმაზე ერთერთ სანაპიროს, თავისუფლად მცხოვრები მოცურავე გოჭების გამო „ღორების პლიაჟი“ უწოდეს და ტურისტების საყვარელ ადგილადაც იქცა.
როგორც გამოცემა ibtimes-ი ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით წერს, გასულ კვირას, მათ დახოცილი ცხოველები იპოვეს. მათი თქმით, ტურისტებმა გოჭებს ალკოჰოლი მიაღებინეს, რის გამოც 22 ცხოველიდან 7 დაიღუპა.
გოჭების ერთ-ერთმა მეპატრონემ, უეიდ ნიქსონმა ადგილობრივ გამოცემა The Nassau Guardian-ს განუცხადა, რომ 30 წელზე მეტია მოცურავე გოჭებს ამრავლებს, მაგრამ მსგავსი შემთხვევა არ ჰქონია.
ბაჰამის კუნძულების სოფლის მეურნეობისა და საზღვაო რესურსების მინისტრმა ალფრედ გრეიმ აკრძალვა დააწესა: მისი თქმით, ტურისტები მოცურავე გოჭებთან მხოლოდ ფოტოებს გადაიღებენ და მათი გამოკვება აღარ შეეძლებათ.












მასალის გამოყენების პირობები






