დასავლეთი თუ რუსეთი
პოზიცია - 23:50, 31 May, 2013     2571


2008 წლის სექტემბრის დასაწყისში საქართველოში ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვიდა, რომე­ლიც ომის შემდგომ სიტუაციას სწავლობდა. ერთ-ერთ ექსპერტთან, რომელიც, ამავდროულად, პროფესიონალი ფსიქოლოგი იყო, შეხვედრა მქონდა. რა თქმა უნდა, პირველი შეკითხვა ომის დაწყებას ეხებოდა. ამერიკელებმა კარგად იცოდნენ ომი ვინ დაიწყო, ასეთი კითხვა მათთვის არც არსებობდა. მათ ის უფრო აინტერესებდათ, თუ რატომ უპასუხა საქართველომ რუსეთის სამხედ­რო აგრესიას და უკან დახევა არ სცადა. საუბარში მაგალითად პარიზი იყო მოყვანილი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ფრანგებმა გერმანელებს ჩააბარეს, რადგან იცოდნენ, ვერ დაიცავდ­ნენ თავის დედაქალაქს. ჩემი პასუხი ალეგორიული იყო. მე ვკითხე ექსპერტს: თუ ბანდიტები ღა­მე ფანჯრიდან შენს სახლში შემოვიდნენ, ბევრნი არიან, კარგად შეიარაღებულები და მათი მიზა­ნი შენი შვილების მოკვლა და ცოლის გაუპატიურებაა, მათი რაოდენობის და შეიარაღების მიუხე­დავად შენ თუ თოფი გაქვს, ესვრი? ესვრი იმისთვის, რომ მისცე ოჯახს გაქცევის შანსი? ესვრი, რომ მეზობლები გააღვიძო? ფსიქოლოგი დაფიქრდა და თავი დამიქნია.



2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაცია ომის გამოცხადების გარეშე შემოიჭრა საქართველო­ში, ისევე, როგორც ფაშისტური გერმანია პოლონეთში 1939 წელს. რუსეთის ჯარის რაოდენობა და სამხედრო სტრატეგია არც ერთ ნამდვილ სამხედრო ექსპერტში არ ტოვებს ეჭვს, რომ მათი ამოცა­ნა საქართველოს სრული ოკუპაცია, დედაქალაქის აღება და პოლიტიკური წყობის შეცვლა იყო. არავითარ დაცვით ოპერაციაზე რუსეთის მხრიდან არ შეიძლება იყოს საუბარი. რუსეთის სამხედ­რო კამპანიაში გამოყენებული იყო მხოლოდ შეტევითი იარაღი: ტანკები, ავიაგამანადგურებლები და მედესანტე მოიერიშე ბატალიონები. საქართველოს მიწაზე დაეცა კასეტური ბომბები და ისკან­დერები. ცნობისთვის: "ისკანდერის" შემდეგ კლასიფიკაციაში მოდის "სატანა" - ინტერკონტინენ­ტალური რაკეტები, რომელსაც ატომური შიგთავსი აქვს. ჩვენს სახლებს ფაგოტებით აფეთქებდნენ და წვავდნენ. რუსეთის მიერ გამოყენებული იყო სტრატეგიული ბომბდამშენები. რუსეთის ჯარი რამდენიმე მიმართულებიდან შეიჭრა და მაგალითად, ფოთის ბლოკირების ოპერაცია ეჭვს არ იწ­ვევს, რომ მთლიანად სამხედრო კამპანია კარგად გაანალიზებული და დაგეგმილი იყო. დაფიქრ­დით, რუსეთი არ შეიჭრა აჭარაში, რადგან ყარსის ხელშეკრულების გამო იცოდა, თურქეთს ექნე­ბოდა ძალზე მწვავე რეაქცია, ანუ ყველაფერი გათვლილი იყო - როგორც სამხედრო, ისე პოლიტი­კური ასპექტები.



ჩვენი სამხედრო პოტენციალი რუსეთისას ვერ შეედრება. მიუხედავად ამისა, ჩვენმა ჯარმა შეუძ­ლებელი გააკეთა - რამდენიმე დღის განმავლობაში ის რუსული მანქანის იერიშებს იგერიებდა და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მისცა ჩვენი დასავლელი პარტნიორების გაღვიძების დრო. ახლა საქართველოში ისმის განცხადებები, რომ რად გვინდა დასავლეთი, მოდით, დავიჩოქოთ რუსე­თის წინაშე, თურმე თბილისის არაღება რუსეთის კეთილი ნება იყო.



მე 2008 წელს მთავრობაში არ ვიყავი და ამერიკულ ორგანიზაციაში ვმუშაობდი. მიუხედავად ამი­სა, ჩემი ამერიკელი და ევროპელი მეგობრებისგან ვიღებდი ობიექტურ და სწრაფ ინფორმაციას ომის შესახებ.



მაშ რატომ გაჩერდა რუსეთის არმია თბილისთან და დაიხია უკან? გაიხსენეთ პრეზიდენტ ბუშის ბრიფინგი, როდესაც მისგან მარცხნივ სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი იდგა და მარჯვ­ნივ - თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი. ამ ბრიფინგამდე 45 წუთით ადრე ჩემი მეგობრისგან მესიჯი მივიღე: Dეცისიონ ის მადდენ. Gეორგია წილლ ბე საფე. ამერიკის პრეზიდენტმა ამ ბრიფინგზე გა­ნაცხადა, რომ აშშ ჰუმანიტარულ ოპერაციას იწყებს და თავდაცვის მდივანს ამ ოპერაციის ხელმძღ­ვანელობა დაავალა. ეს იყო ღია მესიჯი, რომ ამერიკა დაიცავს საქართველოს. განცხადებისთანავე იორდანიიდან "ჰერკულესები" (სატვირთო თვითმფრინავები) აფრინდნენ, რომელთაც ავიაგამა­ნადგურებლების ესკადრილია აცილებდა. საქართველოს ცაში შესვლისთანავე, ავიაგამანადგურებ­ლების მეთაურმა ღია ტექსტით განაცხადა, რომ ამერიკულ თვითმფრინავებთან ნებისმიერი მიახ­ლოვება მიღებული იქნება, როგორც მტრული ნაბიჯი და საომარი მოქმედებების დაწყება ამერი­კის შეერთებული შტატების წინააღმდეგ. "ჰერკულესები" თბილისის აეროპორტში დაჯდნენ და ასაფრენ ბილიკზე დარჩნენ, რომ რუსეთს აზრადაც არ ჰქონოდა რაკეტებით აეროპორტის დაბომბ­ვა. საქართველოსკენ დაიძრა ყველაზე ძლიერი, მე-5 ამერიკული ფლოტი. ბოსფორით შავ ზღვაში შემოვიდა და საქართველოს წყლებში გაჩერდა მე-5 ფლოტის საკომანდო ფლაგმანი, რომლის რა­დარებიც საჰაერო სივრცეს აკონტროლებდნენ მოსკოვიდან ურალამდე.



ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გადაეფარა. ეს, ევროპელი ლიდერების პოზიციამ და ჩვენი ჯარის თავგანწირვამ გააჩერა რუსეთი და არა პუტინის კეთილმა ნებამ.



ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის ეკონომიკური გავლენა ევროპაში დიდია. რა თქმა უნდა, ბევრ ევროპულ სახელმწიფოს არ სურს ჩვენს გამო რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება. ერ­თადერთი რამ, რამაც შეიძლება გადაწონოს ეკონომიკური ბენეფიტები, არის ჩვენი საერთო დე­მოკრატიული ფასეულობები ევროპასთან. 17 მაისის შემდეგ გაისმა განცხადებები, რომ თუ ჰომო­სექსუალიზმი ევროპის ფასეულობაა, ჩვენ ასეთი ევროპა არ გვინდა. დასავლური ფასეულობა არის თანასწორობა. არ შეიძლება, სცემო ადამიანს იმიტომ, რომ ის სხვანაირია. ეს არის ევროპუ­ლი ფასეულობა. დასავლურ ფასეულობათა შკალაში თანასწორობა ძალიან მაღლა დგას, რადგან ევ­როპასა და ამერიკაში ყველას კარგად ახსოვს, რა მოჰყვა მე-20 საუკუნეში მცდელობას, ხალხი გაე­ყოთ არიელებად და სხვა დანარჩენებად. რა მოჰყვა შუა საუკუნეებში ინკვიზიციას. ყველა ქვეყანა­ში, ყველა დროს იქნება უმრავლესობა და უმცირესობა, თან სხვადასხვაგვარი, რადგან საკითხებიც ბევრია. სახელმწიფოს მოვალეობაა, დაიცვას თანასწორობა და ყველანაირი უმცირესობა, რადგან ყველა ადამიანი თანასწორია.



მე ნამდვილად არ ვიცი, კიდევ რა უნდა გააკეთოს რუსეთმა, ყველას დასარწმუნებლად საქართვე­ლოში, რომ ის ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილი ქვეყანა არ არის. მხოლოდ ბოლო ათი წლის გან­მავლობაში რუსეთმა საქართველოს გამოუცხადა ეკონომიკური ბლოკადა, გამოგზავნა ტერორისტე­ბი ჩვენს ტერიტორიაზე, ცხვრებივით, სატვირთო თვითფრინავებით, გამოაგდო ჩვენი მოქალაქეე­ბი რუსეთიდან, დაბომბა ჩვენი ქალაქები და კასეტური ბომბებით კლავდა ჩვენს მოქალაქეებს. ეს არ არის საკმარისი?! რა, მადლობა ვუთხრათ რუსეთს, რომ ჩვენს მიწაზე "სატანა" არ დაეცა?! ესღა დარჩა რუსეთს ჩვენს წინააღმდეგ გამოუყენებელი. მაგრამ "სატანას" შემდეგ, გასაანალიზებელი და გასარკვევი არაფერი დარჩება...



დიმიტრი შაშკინი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42