საფრანგეთის ზოოპარკში, ბრაკონიერებმა მარტორქა მოკლეს.
შემთხვევა , პარიზის მახლობლად მდებარე ზოოპარკში, დღეს დილით მოხდა. 4 წლის თეთრ მარტორქას, სახელად ვინის, სამი ტყვია ესროლეს, შემდეგ კი ბენზოხერხით რქა მოაჭრეს.
როგორც გამოცემა „ლე პარიზიენი" წერს, ე.წ. შავ ბაზარზე ერთი კილოგრამი მარტორქის რქა 60 ათასი დოლარი ღირს. თითოეული რქა კი რამდენიმე კილოგრამს იწონის.
გამოცემის ცნობით, მარტორქა ვინსი მისსავე ვოლიერში, სავარაუდოდ ორმა ბრაკონიერმა მოკლა, რომელთაც დიდი რქა წაიღეს, შედარებით მცირე ზომის მეორე რქის მოჭრა კი , როგორ ჩანს , ვერ მოასწრეს.
სავარაუდოდ , ვერ მოასწრეს, კიდევ ორი თეთრი მარტორქის, 5 წლის ბრუნოსა და 37 წლის გრეისის მოკვლა.
ყოველთვიურად, ველურ ბუნებაში ბრაკონიერების ხელით ასამდე მარტორქა იღუპება, თუმცა ევროპის ზოოპარკში მსგავსი ფაქტი პირველად დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები






