"ვიკილიქსი" CIA-ის შესახებ მორიგ სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს
მსოფლიო - 11:47, 08 Mar, 2017     4316
WikiLeaks მორიგ სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს.


სკანდალური ვებგვერდის ცნობით, ინფორმაცია ფარული მიყურადების შესახებ აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ქმედებებს ეხება.

როგორც „ვიკილიქსში“ აცხადებენ, რომ ისინი გაასაჯაროვებენ ათასობით დოკუმენტს, რომლებიც დაზვერვის სააგენტოს მიერ ტელეფონის, ტელევიზორისა და კომპიუტერის საშუალებით მასობრივ თვალთვალს ადასტურებს.

ვებგვერდმა დოკუმენტების ნაწილი გამოაქვეყნა, რომლის თანხმადაც ცენტრალური სადაზვერო უწყება კომპიუტერული ვირუსების საშუალებით, „ვინდოუსის”, „ანდროიდის”, „აიოსის”, „ოესიქსის’, „ლინუქსისა” და „ინტერნეტ როუტერების” ოპერაციულ სისტემებში აღწევს.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2014 წლის ივნისიდან, "სამსუნგის" ე.წ სმარტ ტელევიზორებისთვის სპეციალური პროგრამა დაიწერა, რომელიც გამორთულ რეჟიმში ოთახში მიმდინარე საუბარს იწერს, ჩართვის შემდეგ კი WIFI-ის საშუალებით, მათ დაზვერვის სერვერებზე აგზავნის. სპეციალური პროგრამა დაიწერა აიფონებისა და აიპადებისთის, რომლითაც შესაძლებელია მიმოწერასთან და ვიდეოკამერასთან წვდომა.

„ვიკილიქსი” მოპოვებული დოკუმენტების გამოქვეყნებას ეტაპობრივად გეგმავს.

ვიკილიქსი — საერთაშორისო არაკომერციული ჟურნალისტური ორგანიზაცია, რომელიც აქვეყნებს ანონიმური წყაროებიდან მოპოვებულ, ჩვეულებრივ ხელმიუწვდომელ დოკუმენტებს. მისმა ვებ-გვერდმა ფუნქციონირება დაიწყო 2006 წელს და ეკუთვნის The Sunshine Press-ს.

თავად ორგანიზაციის განცხადებით, ის დააარსეს ჩინელმა დისიდენტებმა, ასევე ჟურნალისტებმა, მათემატიკოსებმა და პროგრამისტებმა აშშ-დან, ტაივანიდან, ევროპიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთი აფრიკიდან. გაზეთ The New Yorker-ის 2010 წლის 7 ივნისის ცნობით, ორგანიზაციის დირექტორი არის ავსტრალიელი მათემატიკოსი, პროგრამისტი და ინტერნეტ-აქტივისტი – ჯულიან ასანჟი. საიდუმლო დოკუმენტაციის გამოქვეყნების გამო, ჟულიან ასანჟის წინააღმდეგ საქმეა აღძრული. 2012 წელს, დიდ ბრიტანეთში ეკვადორის საელჩომ ასანჟის თავშესაფარი მიანიჭა და დღემდე იქ იმყოფება. დიპლომატიური მისიის დატოვების შემთხვევაში მას დაპატიმრება ემუქრება.

ამავდროულად, შვედეთში მას ორი ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ და მის ექსტრადირებას ითხოვენ. თავად ასანჟი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42