თათია ახალაია Hermès-ის შემდეგ Miu Miu-ს ჩვენებაზე გამოვიდა (ფოტო)
შოუ ბიზნესი - 18:24, 07 Mar, 2017     2272
21 წლის ქართველი მოდელი, თათია ახალაია პარიზის მოდის კვირეულზე Hermès-ის ჩვენების შემდეგ, „მიუ მიუს“ ჩვენებაზე გამოვიდა.

შეგახსენებთ, თათია Hermès-ზე გუშინ გამოვიდა, დღეს კი "მიუ-მიუზეც" ვიხილეთ.

ქართული საზოგადოებისთვის თათია ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც Elit Model Look Georgia 2015-ის გამარჯვებული გახდა. მისმა ვიზუალურმა მონაცემებმა სოციალური ქსელები მალევე აალაპარაკა.

აღსანიშნავია, რომ თათია პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც 2014 წელს, პარიზის ოტ კუტიურ მოდის კვირეულზე გაიარა.

მაშინ, როდესაც ქართული საზოგადოებისთვის არც ისე ცნობილი იყო, 2014 წელს თათიამ პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე მონაწილეობა მიიღო იულია სერგეენკოს ჩვენებასა და ვალენტინ იუდაშკინის შოურუმში. პარიზის შემდეგ იყო რომის მაღალი მოდის კვირეული, სადაც fashion week-ის განმავლობაში 4 ჩვენებაზე გამოვიდა.

პარიზში გადაღებები ჰქონდა ცნობილ ფოტოგრაფებთან, მათ შორის იყო ლაურენტ ჰუმბერტი (Laurent Humberti), რომელიც Vogue-ისა და Elle-ისთვის იღებს. გარდა ამისა, მუშაობდა სელინის ფიტ მოდელად. სწორედ, ფიტ მოდელზე იქნება და იკერება კოლექციები.

გასულ თვეს კი ცნობილი გახდა, რომ თათიამ Trump Model Management-თან სამოდელო კონტრაქტი გააფორმა და შეერთებული შტატების ვიზაც მიიღო.

Trump Model Management იგივე "T Models" აშშ-ის ამჟამინდელამ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 1999 წელს დააარსა. როგორც ცნობილია, მისი მეუღლე მელანია ტრამპი, სწორედ სააგენტოში გაიცნო, სადაც მელანია მოდელი იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42