Onlain krediti საჭირო ფინანსების მიღების თანამედროვე საშუალებაა. მისი აღება მარტივია და არ მოითხოვება დოკუმენტების შეგროვება. კრედიტორები არ ითხოვენ ქონებით უზრუნველყოფას, დასაქმების ცნობას ან თავდებს. ასევე, არ არის საჭირო ფილიალში მისვლა და საათობით ლოდინი. პროდუქტი თანხის აღების მარტივი პროცედურით გამოირჩევა. საკმარისია სასურველი კომპანიის ვებგვერდზე განაცხადის შევსება და პირადი ინფორმაციის მითითება. თანხის მიღებას მხოლოდ 15 წუთი სჭირდება.
სესხის განაცხადის შევსება კვირის ნებისმიერ დღესა და დროს შეიძლება, მაგრამ გასათვალისწინებელია კომპანიის სამუშაო საათები. თუ განაცხადი არასამუშაო დროს შეივსო, მას მხოლოდ სამუშაო დღეს განიხილავენ. კომპანიების უმრავლესობაში სესხები კვირის ნებისმიერ დღეს ხელმისაწვდომია. თანხის მისაღებად კი საჭიროა მცირე მოთხოვნების დაკმაყოფილება; ასაკი 20 წლიდან, საქართველოს მოქალაქეობა, მობილური ტელეფონისა და საბანკო ანგარიშის ქონა.
რა უნდა გავითვალისწინოთ სწრაფი სესხის აღებამდე
ონლაინ სესხი არამიზნობრივი კრედიტია. შესაბამისად, თანხის დახარჯვა ნებისმიერი მიზნობრიობით შეიძლება, მაგრამ გასათვალისწინებელია შემდეგი საკითხები;
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ყველა შესაძლო ხარჯს მოიცავს. შესაბამისად, სესხის აღებამდე მის ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს. გვეხმარება ზუსტად დავგეგმოთ ბიუჯეტი, რათა თავიდან ავირიდოთ მოულოდნელი პრობლემები. შესაბამისად, სესხი გონივრულად ავიღოთ.
სესხის ვადა – სწრაფი სესხები მოკლე პერიოდით გაიცემა. დაფარვის ვადა ძირითადად 1 თვემდეა, ამიტომ სესხის აღებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ პროდუქტით სარგებლობა ხანგძლივი ვადით დიდ საპროცენტო განაკვეთთან არის დაკავშირებული.
სესხის აღებამდე მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ კომპანიის სანდოობას, პირობებს და კრედიტი ამის შემდეგ ავიღოთ. მომსახურებით სარგებლობა სხვადასხვა დანიშნულებით შეიძლება. მაგ; ყოველდღიურობაში დიდი ადგილი უკავია მანქანას, ავტომობილი კი ნებისმიერ დროს შეიძლება გაფუჭდეს და საჭირო გახდეს მისი შეკეთება. ონლაინ სესხები ასეთ დროს სწრაფი დამხმარე იქნება. შესაძლოა თანხა ყოველდღიური ხარჯების დასაფარად გახდეს საჭირო. კომუნალური გადასახადების, სამედიცინო ხარჯების გადასახდელად და სხვა.
როგორ ავიღოთ სესხი სახლიდან გაუსვლელად?
სესხის აღება ონლაინ რეჟიმში სწრაფი და კომფორტულია, მაგრამ საუკეთესო არჩევანის გასაკეთებლად მნიშვნელოვანია კრედიტორების პირობების გაცნობა. საფინანსო სექტორში ბევრი კომპანიაა წარმოდგენილი, რაც არჩევანის გაკეთებას კიდევ უფრო ართულებს. სანდო და მაღალი რეპუტაციის მქონე კრედიტორის შერჩევა, სადაც ხარჯები მინიმუმამდე იქნება შემცირებული არც ისე მარტივია.
Credy24.ge-ზე წარმოდგენილია ინფორმაცია ავტო, გრძელვადიანი და ონლაინ სესხების შესახებ. მომხმარებელს შეუძლია მარტივად გაეცნოს სასურველი ტიპის სესხის პირობას, გაიგოს თუ რა პირობით შეძლებს თანხის აღებას კონკრეტულ კომპანიაში, რა ვადით და რამდენის გადახდა დასჭირდება ყოველთვიურად. ერთ სივრცეში წარმოდგენილი ინფორმაცია ზოგავს კლიენტის დროს, მას აღარ სჭირდება თითოეული კომპანიის საიტზე ცალ-ცალკე შესვლა და პირობების ისე გაცნობა, ეს კი მეტი კომფორტის მიღების და ფინანსების დაზოგვის კარგი საშუალებაა.
სწორი კრედიტორის შერჩევისთვის საუკეთესო საშუალება Credy24-ის გაცნობაა. ვებგვერდის დახმარებით დაბალპროცენტიანი კრედიტის შერჩევა მარტივად შეიძლება. კრედი სანდო და გამოცდილ კომპანიებთან თანამშრომლობს, დაცულია პერსონალური ინფორმაცია. მას საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს და მოღვაწეობს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ესპანეთი, ჩეხეთი, პოლონეთი. კომპანიის მომსახურება უსაფრთხო და სანდოა. სასურველი პირობის სესხის შერჩევა კრედის დახმარებით ადვილია. განაცხადის მარტივი ფორმის შევსება გულისხმობს დაბალპროცენტიანი, საუკეთესო საკრედიტო კომპანიის შერჩევას ონლაინ სივრცეში.
მასალის გამოყენების პირობები






