"საშინელებაა, ახლა გავიგე, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებამდე ცოტა ხნით ადრე, ობამამ ჩემი სატელეფონო საუბრების მოსმენაზე ბრძანება გასცა, თუმცა ვერაფერს მიაგნო, ეს მაკარტიზმია"- დაწერა დონალდ ტრამპმა.

ბრალდება კატეგორიულად უარყო აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის წარმომადგენელმა. მისი თქმით, არც პრეზიდენტ ობამას და არც მისი ადმინისტრაციის რომელიმე წევრს ამერიკის მოქალაქეების თვალთვალის ბრძანება არ გაუცია.
დონალდ ტრამპის პრესსპიკერმა, შონ სპაისერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი კონგრესს მოუწოდებს, მისი სატელეფონო საუბრების შესაძლო მოსმენის ფაქტი გამოიძიოს.
გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა, ჯეიმს კომიმ კი იუსტიციის დეპარტამენტს მოუწოდა, საჯაროდ უარყოს ტრამპის ბრალდება ობამას მიმართ, რადგან, მისი თქმით, აღნიშნულის მტკიცებულებები არ არსებობს.
კომის განცხადებას იუსტიციის დეპარტამენტის მხრიდან ჯერჯერობით პასუხი არ მოჰყოლია.
მასალის გამოყენების პირობები






