„შედარებები ნაცისტურ გერმანიასთან ყოველთვის აბსურდულია. დემოკრატიული გერმანიის პოლიტიკის ნაციონალ-სოციალიზმის ეპოქის გერმანიასთან გათანაბრებას, ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ”- განაცხადა ზაიბერტმა.
შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გერმანია „ნაცისტურ ქმედებებში“ დაადანაშაულა, მას შემდეგ რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ თურქ მინისტრებს აქციის ჩატარებაზე უარი განუცხადა.
ანკარაში, „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტის დაკავების გამო აღშფოთების ზრის ფონზე, გასულ კვირას, გერმანიის ხელისუფლებამ თურქულ დიასპორას ორი აქციის ჩატარების ნება არ დართო.
აქციები თურქეთის მთავრობის კამპანიის ნაწილი იყო, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით 16 აპრილის რეფერენდუმს უკავშირდება.
„გერმანიაში, ჩვენს მეგობრებს სიტყვით გამოსვლის უფლებას არ აძლევენ. ოყოს ასე! როგორ გგონიათ, იმით, რომ თურქ მინისტრს გერმანიაში სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევთ, რეფერენდუმზე „დიახის“ ნაცვლად „არა“ გაიმარჯვებს?“ - განაცხადა ერდოღანმა.
„გერმანია, შენ არაფერი გაქვს საერთო დემოკრატიასთან. ეს ბოლო ქმედება არაფრით განსხვავდება ნაცისტური პრაქტიკისგან“- დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით თურქეთში რეფერენდუმი 16 აპრილს არის დაგეგმილი. აღნიშნული ცვლილებით, პრეზიდენტს ექნება ბრძანებების, მინისტრების დანიშვნის, პრემიერის ინსტიტუტის გაუქმების, რეფერენდუმზე საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის გამოტანის უფლება.
მასალის გამოყენების პირობები






