„თი-ბოტი“ - ასე ჰქვია „ჩატბოტს“, რომელიც შეგიძლიათ თქვენი Messenger - ის საძიებო ველში იპოვოთ და გაესაუბროთ. ის მუდამ ხელმისაწვდომია, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, კვირაში 7 დღე, 24 საათი. „თი-ბოტი“ მიგასწავლით თიბისი ბანკის ფილიალებსა და ბანკომატებს თქვენთვის მოსახერხებელ მისამართზე, ასევე, გაგაცნობთ ვალუტის კურსებს და მოგაწვდით ინფორმაციას სესხების შესახებ. „თი-ბოტი“ ჯერ ახალბედაა, ცოტა რამ იცის საკუთარი თავის შესახებაც, მაგალითად, რა ჰქვია, რას აკეთებს, რამდენი წლის არის, სად მუშაობს, რა ფილმი, წიგნი თუ მუსიკა უყვარს. ვიზუალურ მხარეს „თი-ბოტი“ ღირსშესანიშნავი თარიღების და აქტუალური მოვლენების მიხედვით შეიცვლის.
„თი-ბოტი“ არის პირველი, ქართულ ენაზე მოლაპარაკე „ჩატბოტი“, რომელიც ქართველმა დეველოპერებმა შექმნეს. თიბისი ბანკში მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია მომხმარებელს მშობლიურ ენაზე ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებთან. სწორედ ამიტომ „თი-ბოტი“ მხოლოდ ქართულ შრიფტს იყენებს და თქვენც მოგიწოდებთ, რომ წეროთ ქართულად.
სამომავლოდ მისი ფუნქციები გაიზრდება და ის შეძლებს თქვენი ასისტენტი გახდეს, მაგალითად, შეგისრულოთ თანხის გადარიცხვის ოპერაცია, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია თქვენი ანგარიშების შესახებ, ასევე, თიბისი ბანკის პროდუქტებსა თუ სერვისებზე და ა.შ.
ე.წ. „ჩატბოტი“ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ინოვაციური და ექსპერიმენტული პროდუქტია. უდიდესი ბანკები აშშ-სა და ევროპაში სწორედ ახლა ნერგავენ ამგვარ მომსახურებას. „ჩატბოტებს“ წარმატებით იყებენ ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიც არის Amazon, KLM, CNN და სხვ.
„თი-ბოტის“ პოვნა მარტივად შეგიძლიათ თქვენს Messenger - ში, როგორც მობილურ აპლიკაციაში, ისე დესკტოპზე. „თი-ბოტი“ შეგიძლიათ იპოვოთ შემდეგ ლინკზე: https://www.facebook.com/TBCTIbot/
მასალის გამოყენების პირობები






