დემნას კოლექციას, მოდის ელიტის მხრიდან როგორც ყოველთვის, ამჯერადაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა
"ეს იყო ძლიერი კოლექცია” - წერს Financial Times.
Vogue-მ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და დემნას კოლექცია გვერდის პირველ გვერდზე გამოიტანა.
„ეს იყო ელეგანტური და ძალიან მაგარი“ - წერს გამოცემა.
„ბალენსიაგას“ ახალი კოლექცია ნამდვილად გამოირჩევა დახვეწილიობითა და ელეგანტურობით, თუმცა დემნამ ჩვეულ სტილს აქაც არ უღალატა და სამოსში ერთი შეხედვით უცნაური დეტალები შეიტანა. ქართველებისთვის მისი კოლექცია ხშირად ღიმილისმომგვრელია, რადგან მარტივად აღმოაჩენთ 90-იანი წლების დეტალებს. ამჯერად კი არც მეტი არც ნაკლები , დემნამ მანქანის სარკე- ჩანთები და „კოვრიკი“ კაბები შემოგვთავაზა.


















































დემნა გვასალია „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი 2015 წლის ნოემბერში გახდა. პარალელურად, ის განაგრძობს ბრენდ Vetements-ის კოლექციის შექმნას. Vetements-ი ძმებმა დემნა და გურამ გვასალიებმა 2014 წელს დააარსეს და აღიარებაც მალევე მოიპოვეს. მათი სახასიათო ნიშანი დიდი ზომის სამოსი, ყვავილების პრინტებიანი კაბები და გადაკეთებული ჯინსებია. გვასალია რვა წლის განმავლობაში Margiela-ს კულისებში მუშაობდა. თანამშრომლობდა "ლუი ვიტონთანაც."
Vetements-ს მსოფლიო მოდის ინდუსტიაში კარგად იცნობენ. დემნას არაორდინალური კოლექციები მუდმივად განხილვის და აღფრთოვანების საგანია. მოდის კრიტიკოსები დემნას მოდის სფეროში გარდამტეხ დიაზინერს უწოდებენ. ახალი კოლექციების წარგდენის შემდეგ კი ვოგის გავლენიანი გამოცემების ფურცლებზეა.
2016 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო ძმები გვასალიებისთვის.
გავლენიანმა გამოცემა The Business of Fashion-მა დემნა გვასალია 2016 წლის ადამიანად დაასახელა .
დემნა გვასალია British Fashion Awards-ის გამარჯვებულიც გახდა და წლის საერთაშორისო დიზაინერის ტიტული მოიპოვა.
დემნასა და გურამის ბრენდი Vetements წარდგენილი იყო ნომინაციაში წლის ურბანული ბრენდი, რომლის გამარჯვებულიც გახდა.
BFA-მდე The Business of Fashion - მა 2016 წლის #BOF500 გამოაქვეყნა - ადამიანები, რომლებიც ქმნიან, ცვლიან მოდას, გავლენას ახდენენ ინდუსტრიაზე. რეიტინგში დემნა და გურამ გვასალიებიც მოხვდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






