სამთაწყაროში მოსახლეობა თანასოფლელ მუსლიმებს სახლში ლოცვისაკენ მოუწოდებს (ვიდეო)
საზოგადოება - 18:13, 31 May, 2013     772

ამავე სოფელში მცხოვრებმა ჰერებმა, რომლებიც ქრისტიანები არიან, მუსლიმები მათ საკუთრებაში არსებული შენობიდან ლოცვის დროს გაყარეს. ჰერები სოფელში მუსლიმური სამლოცველო სახლის გახსნის წინააღმდეგები არიან. მუსლიმები დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ.

 

 

სამთაწყარო საქართველო – აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფელია, სადაც აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები და ჰერეთიდან წამოსული ჰერები ცხოვრობენ, რომლებმაც აზერბაიჯანი იმიტომ დატოვეს, რომ ისლამი არ მიიღეს. მოსახლეობის რაოდენობა 1500 ადამიანს აღემატება. წლების განმავლობაში სოფელში მცხოვრებ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირება არ არსებობდა. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მუსლიმთა სამმართველომ სამთაწყაროში სამლოცველო სახლის გასახსნელად შენობა იყიდა.
რესან გოგიტიძე, მუსლიმთა სამმართველოს აღმასრულებელი დირექტორი: სამთაწყაროში სამლოცველო სახლის გახსნის საჭიროება მას შემდეგ შეიქმნა, რაც სოფლის მოსახლეობის ნაწილმა მუსლიმთა სამმართველოს განცხადებით მომართა. 50-მდე ადგილობრივი სოფელში მეჩეთის მშენებლობას ითხოვდა. სამმართველოს გადაწყვეტილებით კი ამ ეტაპზე მხოლოდ სამლოცველო სახლი გაიხსნება, რადგან მეჩეთის აშენება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

 

სამთაწყაროში მცხოვრები ჰერები სოფელში მუსლიმური სამლოცველო სახლის გახსნას აპროტესტებენ. 24 მაისს, ჰერებმა, მუსლიმებს, იმ შენობაში, სადაც სამლოცველოს გახსნაა დაგეგმილი, პარასკევის ტრადიციული ლოცვის შესრულების საშუალება არ მისცეს.

 

შოთა ნადირაშვილი, სამთწყაროში მცხოვრები ჰერი: "მოინდომეს მეჩეთი, სადა კაცო? ჩემმა წინაპარმა ვერ აიტანა შევიწროება, მუსლიმანობა. ეხლა აქ ამ წმიდა მიწაზე, ჩვენ დაარსებულ ქრისტიანულ სოფელში, ამათ მოუნდათ მეჩეთის აშენება. ჩვენ ცოცხალი თავით არ დავუშვებთ. სისხლი დაიღვრება. ჩვენ წეღან გავაფრთხილეთ ისინი, რომ ეს არც გურიაა და არც ლანჩხუთი".

 

გულნარა ნადირაშვილი, სოფელ სამთაწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული: "მე ხუთი დღის წინ გავაფრთხილე ესენი, რომ მოსახლეობას შევხვდეთ, მოსახლეობის 60-70% თუ თანახმა იქნება, მუსულმანური სამლოცველო გახსნან ცალკე და ლოცვები ჩაატარონ. სოფელი რასაც გადაწყვეტს, მოვრიგდით ასე. მე დღეს ასული ვიყავი მეორე სოფელში. იქიდან რომ ჩამოვედით მარშუტკით, დავინახე რომ ახალგაზრდობა გამორბოდა, მაშინვე ჩამოვედი მარშუტკიდან და გამოვედევნე. აქ რომ მოვედი, შევაჩერე ახალგაზრდები. მივედი გასარკვევად. ესენი უკვე ლოცვებს ატარებდნენ. მე არ ვიკადრე ლოცვების პერიოდში შიგნით შესვლა, ვიცოდი რომ ქალის შესვლა იქ არ შეიძლებოდა, თავი შევიკავე, ვიდექი და აქ ველოდები. ნახევარ საათზე მეტი ხალხი ზემოთ ელოდებოდა. აღელვებულები იყვნენ, ჩამოვიდნენ და შევიდნენ. ჩვენმა ხალხმა უთხრა, რომ ლოცვა შეაჩერეთ და მიბრძანდით აქედანო. ეგენი არიან 11 მლოცველი, მეტი არ არიან. 11-მა ადამიანმა, 1600 ადამიანი ცხოვრობს სამთაწყაროში და როგორ შეიძლება მათი დაპირისპირება, თავი ხომ უნდა შევიკავოთ არა? მე არ ვეწინააღმდეგები, ხალხი ეწინააღმდეგება. მე ვარ მათსა და ხალხს შორის შუამავალი. წავიდნენ და სახლებში ილოცონ".

წყარო: ,,კახეთის საინფორმაციო ცენტრი"

 

 



 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42