რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის ინიციატივას ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილო აფრიკიდან დევნილების ბანაკის საქართველოში განთავსების შესახებ უკვე გამოეხმაურენ.
რუსეთის დუმის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილი ფრანც კლინჩევიცის განცხადებით, საქართველოში ამგვარი ბანაკის განთავსება რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას შეუქმნის პრობლემებს, რადგან გაიზრდება საერთაშორისო ტერორისმის საფრთხე, ხოლო რუსეთს საერთო საზღვარი აქვს საქართველოსთან.
შეგახსენებთ, რომ სებასტიან კურცი, ბილდისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ახლო-აღმოსავლეთიდან და ჩრდილო აფრიკიდან იძულებით გადაადგილებული პირების განთავსების ცენტრები ევროკავშირის საზღვრებს გარეთ უნდა შეიქმნას, მაგალითად, ეგვიპტეში, საქართველოში, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში და სხვ.
კლინცევიჩის აზრით, ეს განცხადება მხოლოდ ტესტია, თუ რა რეაქცია ექნება საქართველოს ამ საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით, ევროკავშირი ცდილობს დევნილებისგან შექმნილი პრობლემები სხვას გადააბაროს. რუსი დეპუტატი საქართველოსთვის შენგენის ზონაში მინიჭებულ ვიზალიბერალიზაციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი კიდევ უფრო ართულებს ვითარებას.
მასალის გამოყენების პირობები






