შოტლანდიაში ყოველწლიურად ტარდება ლეგენდარული ვიკინგების ფესტივალი, რომელსაც Up Helly Aa ეწოდება. წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებით ხალხმრავალი და ეპიკური აღმოჩნდა.
ფესტივალი, ყოველწლიურად იანვრის ბოლოს ტარდება.
რეალური იარაღი, აბჯარასხმული „მებრძოლები“, გემების დაწვა, ცეკვა, სიმღერა და რა თქმა უნდა ბევრი სასმელი - ფესტივალის განუყოფელი ნაწილია.
ფესტივალს თავისი წეს-ჩვეულებები აქვს, რომლის მთავარი ზახი „ვიკინგებისგან“ შემდგარი ჯგუფებია, რომელთაც იარლების არმია ეწოდებათ და ჰყავთ საგანგებოდ არჩეული წინამძღოლი გუიზერ იარლი .
ტრადიციულად, იარლების მსვლელობა შეტლანდის პროვინციის დედაქალაქ ლერვიკიდან ნავებით იწყება და ბოლოს ნავებს ჩირაღდნებით წვავენ. სანამ ნავები დაიწვება, ფესტივალის მონაწილეები მზის ამოსვლამდე ლუდის სმით იქცევენ თავს.
ფესტივალს ხანგრძლივი ისტორია აქვს. მას საფუძველი შოტლანდიის კუთვნილ შეტლანდის კუნძულებზე ჩაეყარა, რომლის დაპყრობა და კოლონიზაცია ვიკინგებმა მე-8 საუკუნეში მოახდინეს და 1472 წლამდე ნორვეგიის შემადგენლობაში იყო. რამდენიმე ასწლეულის ზეგავლენა შოტლანდიის ტერიტორიას ამ დრომდე შემორჩა, რაც მისი სკანდინავიური ისტორიის ფესტივალების აღნიშვნაში ჩანს.














მასალის გამოყენების პირობები






