„სალუტ“ - სამხედრო მისალმების დანიშნულება და მისი წარმოშობის ისტორია
ეს საინტერესოა - 19:47, 03 Mar, 2017     15690

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს და მათ ჯარებს შესაძლოა არ აერთიანებდეს ერთნაირი ძალმოსილება, სამხედრო ტექნიკა და შესაძლებლობები, მაგრამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ სამხედრო ძალებს აერთიანებთ ერთი მანევრი - სამხედრო სალამი ანუ „სალუტ“.

საინტერესოა რა დანიშნულება აქვს მას, რას გულისხმობს და ამ ტრადიციას როდიდან დაედო საფუძველი.

სამხედრო მისალმების წარმოშობის ისტორიას, სამხედრო ისტორიკოსები მარტივ მანევრს უკავშირებენ, როდესაც მონადირეები (მცველები, სამხედროები) ხელს მაღლა სწევდნენ მეგობრების მისასალმებლად, ხელს რომელშიც იარაღი არ ეჭირათ. უძველესი გრავიურების საშუალებით, შემონახულია გამოსახულებები, სადაც ნათლად ჩანს ის ფაქტი, რომ თავდაპირველად სამხედრო მისალმება ხორციედებოდა როგორც მარცხენა ასევე მარჯვენა ხელით, ასევე ორივე ხელით ერთად.

სამხედრო ისტორიკოსების ნაწილი, კი სამხედრო მისალმებას შუასაუკუნეების რაინდებს უკავშირებენ. იმისათვის, რომ მათ მოწინააღმდეგის მიმართ მშვიდობის სურვილი გამოეხატათ, მარჯვენა ხელით მუზარადის იმ ნაწილს სწევდნენ მაღლა, რომელიც მათ სახეს ფარავდა. ხელის ასეთი სახასიათო მოძრაობა შესაძლოა დაედო საფუძვლად „სალუტს“. შუასაუკუნეებში მებრძოლები მუზარადებს ატარებდნენ, რომლებსაც ჰქონდათ სახის სპეციალური საფარი, მოწინააღმდეგეების ან მშვიდობიანი მოსახლეობისთვის კეთილი ნების საჩვენებლად, სწორედ ამ საფარს სწევდნენ. აღნიშნული ჟესტი გულისხმობდა: „ხელში იარაღი არ მიჭირავს“. რაც შეეხება იმ ერებს, რომლებსაც ჯარი არ ჰყავდათ, მათი მანევრი, რაც მშვიდობას გულისხმობდა, უბრალოდ ხელის გულის ჩვენება გახლდათ. დროთა განმავლობაში ეს ყოველივე სამხედრო სალამის ტრადიციად იქცა.

რომანტიული ჰიპოთეზა

რომანტიული ჰიპოთეზის თანახმად, რაინდები თვალებზე ხელის გულის აფარებით თითქოს ცდილობდნენ ქალის დამაბრამავებელი სილამაზისგან თავდაცვას, რომელიც თვალყურს ადევნებდა მის გამოსვლას სხვადასხვა შეჯიბრებებზე.

რენესანსის ეპოქა: ამ ეპოქაში მეთაური საკუთარი დანაყოფის გარჩევას საბრძოლო მოედანზე მუნდირის ფერისა და მუზარადის ფორმის მიხედვით ახერხებდა. იმ დროის ქვეყნების უმრავლესობაში მისალმება თავდახრით გამოიხატებოდა, თავდახრის დროს სამხედროები ხელით იჭერდნენ ან იხდიდნენ მუზარადს, დროთა განმავლობაში მისალმების ტრადიცია „გამარტივდა“ და გამოიხატებოდა მუზარადთან ხელის თითების წვერების მიტანით.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, შეიარაღებული ძალების ეტიკეტის მიხედვით, სამხედრო სალამის მიცემა ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე ხელი თავისუფალია იარაღისგან. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ხელი დაკავებულია, სამხედრო სალამის მიცემა არ ითველბა კარგ ტონად. 2014 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ნიუ იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვიზიტისას, თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას სამხედროებს სალამი მისცა, მას მარჯვენა ხელში ყავის ჭიქა ეჭირა.

2002 წელს კი ჯორჯ ბუში სამხედრო სალამის მიცემისას მარცხენა ხელით ძაღლს იჭერდა, ეს კი უმაღლესი მთავარსარდლისგან დიდ შეურაცხყოფად ითვლება.

ნაცისტური გერმანიის ეპოქაში კი სამხედრო მისალმება პარტიული მისალმებით ჩაანაცვლეს. დაბალი წოდების სამხედრო პირი ვალდებული იყო მოძრაობის თუ ერთ ადგილზე დგომის ჟამს მასზე რანგით მაღალ პირს პარტიული მისალმებით შეგებებოდა. აღნიშნული მისალმება კი წარმოადგენდა შემდეგ მანევრს, მარჯვენა ხელის გაჭიმულ მდგომარეობაში მხარის გასწვრივ დაახლოებით 45 გრადუსით აწევას და სიტყვების „Heil Hitler!“-ის წარმოთქმას.

აღსანიშნავია ნაცისტური პარტიული მისალმების პარალელურად რომაული სამხედრო მისალმებაც. რომელიც წარმოადგენდა შემდეგ მანევრს, მარჯვენა ხელს მეომრები მხრის სიმაღლეზე, დედამიწის პარალელურად წევდნენ, ხელის გული კი მიწას უყურებდა.

მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო მისალმება ყველა ქვეყანაში თითქმის ერთნაირ მანევრს გულისხმობს, იგი საკმაოდ განსხვავებულია სსხვადასხვა ქვეყნებში. ამერიკის შეერთებულ შტატებში სამხედრო მისალმებისას ხელის გული დახრილი მიწისკენ, არა თითი და ნეკა თითი იმ დონეზე უნდა იყოს თვალთან ახლოს, არც თუ ისე მოშორებული საფეთქლისგან, თითქოს, ადამიანი მზეს იჩრდილავს. მოხრილი მკლავი მახვილ კუთხეს უნდა ქმნიდეს და მისი ქვედა ნაწილი მიწას ჰორიზონტალურად უნდა გასდევდეს.

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში სამხედრო მისალმება მიზანშეწონილია მხოლოდ უნიფორმების ტარებისას. საფრანგეთში გასული საუკუნის ბოლომდე, სამხედრო მისალმების მიცემა არ შეიძლებოდა იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო პირს თავზე შესაბამისი საბურავი არ ეხურა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42