ორგზის ოსკაროსანი ამერიკელი მსახიობი, ჯეინ ფონდა აღიარებს, რომ ახალგაზრდა ასაკში იგი გააუპატიურეს, ხოლო უფრო ადრე, ბავშვობაში იგი სექსუალურ შევიწროებას განიცდიდა მამაკაცებისაგან.
79 წლის ჯეინ ფონდა ამჟამად აქტიურად იბრძვის ქალთა უფლებების დასაცავად, როგორც სექსუალური შევიწროების, ასევე მამაკაცების თანაფარდი სახელფასო ანაზღაურების მიღების საკითხებში.ჟურნალ The Edit-თან ინტერვიუში ფონდამ ისიც განაცხადა, რომ ერთხელს იგი სამსახურიდან იმის გამო გააგდეს, რომ მან თავის ბოსთან სექსუალური კავშირის დამყარებაზე უარი განაცხადა.
"მამაკაცები ახალგაზრდა გოგონებს, განსაკუთრებით მსახიობებს, ხშირად ავიწროებენ, მოითხოვენ მათგან თავიანთი ზრახვების დაკმაყოფილებას, ხშირად ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოიყურება ის.
ახალგაზრდობაში მე გამაუპატიურეს, ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როდესაც მამაკაცებისაგან სექსუალურ შევიწროვებას განვიცდიდი და მე გამაგდეს სამსახურიდან, რადგან ჩემს ბოსთან სექსზე უარი ვთქვი. მე ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, ალბათ ისე არ მოვიქეცი და ის არ ვთქვი, რაც საჭირო იყო," - განაცხადა ფონდამ.

მასალის გამოყენების პირობები






