ჩინეთის სოფელ ცზიანბეიში ერთდროულად 160 ოჯახის გაყრა მოხდა. ამის მიზეზი სოფლის ადგილას მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის მშენებლობაა.
მთავრობა, რომელიც სოფლის დანგრევას და ცენტრის აშენებას გეგმავს, სოფლის მცხოვრებლებს კომპენსაციის სახით, სხვა ადგილას, თითოეულ ოჯახს 220 კვ. მეტრის ფართობის სახლს გადასცემს.
სოფლის მცხოვრებლებმა გაარკვიეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაიყრებოდნენ, მთავრობა მათ დამატებით 90 კვ. მეტრ ფართობს ან 19 000 დოლარის ეკვივალენტ თანხას მიიღებს. აღსანიშნავია, რომ გაყრილი ოჯახების გარკვეული რაოდენობა 80 წლის ასაკსაა გადაცილებული.
გაზეთ China Daily-ს ცნობით, მთავრობისათვის ეს "საკანონმდებლო ხვრელი" ცნობილია, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ შემთხვევაში და დააკმაყოფილებს, თუ არა ხელოვნურად გაყრილ ოჯახებს დამატებითი ფართით ან შესაბამისი თანხით.
მასალის გამოყენების პირობები






