"მხოლოდ უკრაინელებსა და ქართველებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ნატოში ინტეგრაციაზე" - სტოლტენბერგი
მსოფლიო - 15:08, 03 Mar, 2017     4283
ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, გარანტიები და დაპირებები იმის თაობაზე, რომ ალიანსი არ გაფართოვდება არ არსებობს.


სტოლტენბერგმა შვეიცარიულ გამოცემა Le Temps-თან, ალიანსის პოლიტიკაზე, საერთაშორისო არენაზე არსებულ ვითარებასა და რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ალიანსს არ სურს ახალი ცივი ომი და კონფრონტაცია რუსეთთან. ნატოს გენმდივნის თქმით, როდესაც დაძაბულობა მაღალია , აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და მოსაზრებების გაცვლა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად უკრაინა.

ჟურნალისტის კითხვაზე. „ხომ არ არის დრო, უარი ითქვას საქართველოს და უკრაინის ნატო-ში მიღები იდეაზე“, სტოლტენბერგმა განაცხადა:

„ეს უკიდურესად სახიფათო იქნებოდა. თუ ნატო ლაპარაკს დაიწყებს, რომ მზად არის კარები დახუროს ისეთ ქვეყნებისთვის, როგორიცაა უკრაინა ან საქართველო, რათა რუსეთთან ურთიერთობები შეამსუბუქოს, ეს მიუღებელი იქნება: გავლენის სფეროების აღდგენა, რომლის დროსაც დიდი ქვეყნები გადაწყვეტილებებს იღებენ პატარა ქვეყნების ნაცვლად.

ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ძირითად პრინციპს ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის რუსეთისთვის, ჰელსინკის დასკვნითი აქტი წარმოადგენს, რომელიც გულისხმობს, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თვითონ აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის უსაფრთხოების თვალსაზრისით. თითოეული სუვერენული ქვეყნის გადასაწყვეტია, სურს თუ არა იყოს სამხედრო ალიანსის წევრი.

ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ძლიერებმა მოგცენ უფლება ან გაიძულონ ალიანსში გაწევრინება. ორივე მიდგომა მიუღებელია. განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა ჩემი ქვეყანა , ნორვეგია, ან შვეიცარია.

მხოლოდ უკრაინელებსა და ქართველებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ნატო-ში ინტეგრაციაზე, ნატო-ს 28 წევრის თანხმობის შემთხვევაში. სხვას არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ამ არჩევანში“ - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42