პროკურატურის განცხადება ლიტველი ბიზნესმენის დაკავებასთან დაკავშირებით
სამართალი - 16:13, 31 May, 2013     1279

"ნიუპოსტი" აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

"ლიტვის მოქალაქე საულიუს ვაიტკევიჩუსი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულშია ბრალდებული მთავარი პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2013 წლის 29 მაისს, საქართველოდან გამგზავრების დროს, დაკავებული იქნა ქ. თბილისის აეროპორტში.

 

საულიუს ვაიტკევიჩუსის ფაქტობრივი დაკავება განხორციელდა 2013 წლის 29 მაისს, 05:20 საათზე, რა დროსაც სრულად იქნა დაცული უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავებისას კანონით დადგენილი უკლებლივ ყველა საპროცესო მოთხოვნა, კერძოდ:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, უცხო სახელმწიფოს მოქალაქის დაკავების თაობაზე 3 საათის განმავლობაში უნდა ეცნობოს მისი ოჯახის რომელიმე წევრს ან ახლობელს, ასევე დაკავების თაობაზე უნდა ეცნობოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

 

დაკავებისთანავე, 05:25 საათზე, ბრალდებულს მიეცა წინადადება, დაკავების შესახებ შეეტყობინებინა ოჯახის წევრის ან ახლობელისთვის. საულიუს ვაიტკევიჩუსმა გამოხატა სურვილი დაკავშირებოდა ახლობელს და დაუყოვნებლივ, საკუთარი მობილური ტელეფონით, დაუკავშირდა მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ირაკლი ყანდაშვილს, რომელსაც განუცხადა მისი აეროპორტში დაკავების თაობაზე და განუმარტა, რომ გადაყვანილ იქნებოდა შსს-ს დროებითი მოთავსების №1 იზოლატორში.

 

საპროცესო კოდექსის თანახმად, უცხოელის დაკავების თაობაზე შეტყობინება - 29 მაისს 08:10 საათზე ელექტრონულად გაეგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს.

 

დაკავებისას და შსს-ს დროებითი მოთავსების №1 იზოლატორში შესახლებისას, საულიუს ვაიტკევიჩუსი უზრუნველყოფილი იყო თარჯიმნის მომსახურებით.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, საულიუს ვაიტკევიჩუსს, დროებითი დაკავების იზოლატორში მიყვანისთანავე, მიეცა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გასაუბრებოდა ახლობლებს (რაც არ არის პროცესის მოთხოვნა) და ბრალდებულის სურვილის შესაბამისად, ამჯერად იგი დაკავების დეტალებზე ესაუბრა მეუღლეს", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42