NATO-ს გენერალი - „ჰიბრიდული ომის პირობებში ჩვენ ჰიბრიდული შეკავების მექანიზმები გვჭირდება“
მსოფლიო - 13:49, 03 Mar, 2017     2659

ევროპაში NATO-ს გაერთიანებული ძალების მეთაურის მოადგილე ადრიან ბრედშოუ Times-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ფეიკ-ახალი ამბები, კიბერშეტევა და პოლიტიკური ზეწოლა რუსეთის მხრიდან ალიანსისთვის უნდა აღიქმებოდეს როგორც შეიარაღებული აგრესიის აქტი.

ეს სიტყვები, ფაქტობრივად ხაზს უსვამს გენერლის მოსაზრებას, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უნდა განავრცოს წესდების მე-5 მუხლის განმარტება, რომლის თანახმადაც ალიანსის წევრ ქვეყანაზე თავდასხმა მთლიანად ალიანსზე თავდასხმად განიხილება.

ბრედშოუ მიიჩნევს, რომ დღეისათვის NATO უნდა მუშაობდეს არამარტო სამხედრო შეკავების მიმართულებით, მან ევროკავშირთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად უნდა მოახდინოს არამარტო სამხედრო, არამედ დიპლომატიური, პოლიტიკური, ეკონომიკური და საინფორნმაციო სფეროების კოორდინაცია.

„ჰიბრიდული ომის პირობებში ჩვენ ჰიბრიდული შეკავების მექანიზმები გვჭირდება,“ - აღნიშნავს ბრიტანელი გენერალი.

„რუსული კიბერშეტევების საპასუხოდ ალიანსს ჯერჯერობით საკუთარი ძალის დემონსტრირება არ მოუხდენია. ნატო მზად უნდა იყოს საპასუხო შეტევისათვის, ასევე მზად უნდა ვიყოთ პუტინის ჯაშუშების განდევნისათვის,“ აცხადებს ბრედშოუ.

„წესდების მეხუთე მუხლმა ცივი ომის დროს დიდი სამსახური გაგვიწია მოსკოვის მხრიდან ბირთვული საფრთხის შეჩერებაში. დღეს ციფრული ეპოქაა და ანალოგიური საშუალებები ჩვენც გვჭირდება,“ - ასკვნის გენერალი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42