საწვავის ფასებს 5 მარტს თბილისსა და ქუთაისში ერთდროულად გააპროტესტებენ.
შენი რეპორტაჟი - 13:13, 03 Mar, 2017     7527

ერთდროულად თბილისსა და ქუთაისში საწვავზე აქციზის ზრდასთან დაკავშირებით, 5 მარტს საპროტესტო აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ 13 საათზე ისინი თბილისის შემთხვევაში “ვარდების მოედანზე” ხოლო ქუთაისის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტთან საკუთარი ავტომობილებით მივიდნენ და ამით საწვავის ფასებზე პროტესტი დააფიქსირონ.

აქციაზე აქციზის გაზრდილი გადასახადის შემცირებას მოითხოვენ.

ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ მსოფლიო ნავთობის ბირჟებზე საწვავის ფასის გაზრდის პარალელურად, საქართველოში ისედაც გაძვირებული ბენზინი, ზაფხულისთვის 3.10-3.60 ლარამდე ავა, რაც თავის მხრივ ნებისმიერ პროდუქტს გააძვირებს.

მათი თქმით, ფასების ზრდა არა მხოლოდ ავტომფლობელებზე, არამედ ნებისმიერ მოქალაქეზე აისახება, რადგან საწვავის ფასი გავლენას ახდენს ნებისმიერი პროდუქციის ფასზე რადგან საწვავს წარმოებაში თუ არა დისტრიბუციაში მაინც გამოიყენებენ კომპანიები, აქვე აღნიშნავენ, რომ საწვავზე ფასების ხელოვნური ზრდა კიდევ უფრო დააზარალებს საქართველოს სოფლის მეურნეობას, რადგან სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილი ტექნიკას მიუძღვის რაც თავის მხრივ საწვავს მოიხმარს.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ აქცია სოციალური ქსელებით დაიგეგმა და თავისუფალია ყველანაირი პოლიტიკური პარტიებისა თუ მოთხოვნებისგან.

ისინი ამბობენ, რომ აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს მანამ, სანამ ხელისუფლება ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ შეცვლის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42