ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის ვიცე მინისტრმა დანიელა მორარმა განაცხადა.
დიმიტრი ბრაგაშას გაწვევის მიზეზზე მოლდოვის ოფიციალური პირები არ საუბრობენ.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათთვის აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად გაუგებარია.
ბრაგაშას ელჩად 2015 წლის 27 ნოემბერს დაინიშნა.
ერთი-ერთი ვერსიით, ბრაგაშა „მოსკოვში ბიზნეს ინტერესით ძალიან გაერთო.“ მეორე ვერსიით, ის „ინტრიგას ემსხვერპლა, რადგან მის მუშაობასთან პრეტენზია არვაის ჰქონია“, თუმცა არ კონკრეტდება, რაზეა საუბარო. კომერსანტი კი მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ელჩის გაწვევა მოლდოვის პრეზიდენტთან იგორ დოდონთან დაპირისპირებას უკავშირდება, რომელმაც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საკუთარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობის დამყარება გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები






